2026 წლის 23 მაისს, საფრანგეთში, Circuit Paul Ricard-ის ავტოდრომზე NASCAR Euro Series-ის სეზონის მეორე ეტაპი გაიმართა. თანამედროვე Grand Prix ტრასაზე გამართულ დაძაბულ ბრძოლაში Kolkhi GRT-ის მრბოლელებმა საკუთარ კლასებში უმაღლესი შედეგები დააფიქსირეს.
დავით ქაჯაიამ პირველ სარბოლო დღეს საკუთარ კლასში მე-2, ხოლო მეორე დღეს ბრწყინვალე პერფორმანსით 1-ლი ადგილი დაიმსახურა. სტაბილური და ძლიერი გამოსვლა აჩვენა მარიამ დავითიძემაც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სარბოლო დღეს ტრასაზე კონტაქტი მოხდა, მრბოლელმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, პირველ დღეს მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე დღეს მე-2 პოზიცია დაიკავა.
BDO, როგორც Kolkhi GRT-ის ოფიციალური პარტნიორი, ამაყობს ქართული გუნდის მიღწევებით, აგრძელებს მათ გვერდით დგომას მიმდინარე სარბოლო სეზონში და წარმატებებს უსურვებს მრბოლელებს მომდევნო ეტაპებზე.


