ვინ ვართ ჩვენ?

აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების, იურიდიული მომსახურების და  ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს. ჩვენი გლობალური ქსელი 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აერთიანებს 80 087 თანამშრომელსა და 1591 ოფისს. ამ დიდი გუნდის წევრია BDO საქართველოში, რომელიც ქსელის მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლებით მუდმივად ვითარდება და ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს ბაზარზე.