This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებისთვის ახალ ბრენდს BDO Digital-ს ქმნის

06 ოქტომბერი 2020

BDO-მ ტექნოლოგიური სერვისები ახალი ბრენდის - BDO Digital-ის ქვეშ გააერთიანა. ამ გადაწყვეტილების მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციაში, ასევე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.

BDO Digital-ი ფოკუსირებული იქნება შემდეგ სერვისებზე:

  • ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია
  • ბიზნესის Lean და Agile ტრანსფორმაცია და ცვლილებების მართვა
  • ERP, CRM, BI, სააღრიცხვო სისტემების დანერგვა და მხარდაჭერა
  • მონაცემების მართვა და ანალიტიკა
  • პროცესების ანალიტიკა და რობოტიზაცია
  • კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება
  • IT აუდიტი და აუთსორსინგი

„წლების განმავლობაში BDO-ში ვავითარებდით ტექნოლოგიური  გადაწყვეტების მრავალ მიმართულებას, მათ შორის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, მონაცემთა მართვასა და ანალიტიკას, კიბერუსაფრთხოებას, პროცესების რობოტიზაციასა და სხვა სერვისებს. ჩვენ  ვართ წამყვანი ERP სოფტების - SAP Business One-ისა და 1C ERP-ის ოფიციალური პარტნიორები. ასევე ვქმნით გადაწყვეტებს ადგილობრივი ბაზრისთვის, როგორიცაა პროგრამა Balance - ერთადერთი ქართული სააღრიცხვო პროგრამა ქლაუდ ტექნოლოგიაზე. BDO digital -ის ქვეშ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას ვაერთიანებთ და გვინდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური სარგებელი მოვუტანოთ ბიზნესს, რაც არ გულისხმობს კომპანიაში მხოლოდ რამე კონკრეტული ტექნოლოგიის გამართვას. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს შესაძლებლობების გააზრებაში, გადაწყვეტილებების შემუშავებასა და შემდეგ ამ ყველაფრის განხორციელებაში.“- ამბობს BDO Digital-ის პარტნიორი ზვიად ორაგველიძე.

ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების განვითარება BDO-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილია. ეს მიმართულება უკვე წარმატებით დაემატა BDO-ს სერვისებს აშშ-ში, ბელგიაში, ისრაელში, გერმანიასა და  სხვა ქვეყნებში. BDO Digital-ის შექმნით ხელმისაწვდომი ხდება ის გლობალური ცოდნა, გამოცდილება და გადაწყვეტები, რომელსაც BDO სთავაზობს თანამედროვე კომპანიებს მთელ მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.  BDO Digital 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

„დღევანდელ ცვლილებებით სავსე გარემოში კომპანიებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სწორ ნაბიჯებსა და  დროულ გადაწყვეტილებებს ენიჭება“ - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი. „ციფრული ტრანსფორმაცია უკვე ყველა კომპანიას ეხება და ეს გარდაუვალი პროცესია. რაც უფრო ადრე აუწყობს ფეხს ბიზნესი ამ ცვლილებებს, მით უფრო დროულად შეძლებს ახალ რეალობაში დამკვიდრებას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას. წამყვან კომპანიებს გააზრებული აქვთ ცვლილებებთან ადაპტირების აუცილებლობა და აქტიურად ისახავენ გაციფრულების სტრატეგიას. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ბოლომდე სწორად გააზრებული და გათვლილი ერთიანი სტრატეგია, რომელიც ბიზნესის ყველა ასპექტს მოიცავს. სწორედ ამაში დაეხმარება BDO Digital-ი კომპანიებს, იმ სიღრმისეული ცოდნით და გამოცდილებით, რაც დავაგროვეთ მთელი ამ წლების მანძილზე და რასაკვირველია, გლობალური ქსელის ძლიერი მხარდაჭერით.“

ეწვიეთ BDO Digital-ის ვებსაიტს - www.bdodigital.ge ახალი მიმართულების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის და დეტალურად გაეცანით როგორც ციფრული ტრანსფორმაციის მთლიან პროცესს, ასევე, ინდივიდუალურ სერვისებს.