This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

Covid-19-ის სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

19 მარტი 2020

Covid 19-თან (კორონავირუსთან) ბრძოლისა და სწორი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, BDO-ს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებამ, Microsoft Power BI-ის მეშვეობით ქართულენოვანი ინტერაქტიული დეშბორდები შექმნა.

საიტზე  www.covdata.ge  ვიზიტორებს კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკისა და დამუშავებული მონაცემების სხვადასხვა ჭრილში გაცნობა შეუძლიათ. 

ვებგვერდზე არსებული ანალიტიკა დაფუძნებულია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებზე.

გვჯერა, რომ საქართველო და მთელი მსოფლიო მალე დაძლევს ამ პანდემიას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. იქამდე კი დავრჩეთ სახლში და ხელი შევუწყოთ სწორი ინფორმაციის გავრცელებას.  BDO- ს გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას.