BDO-მ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს სუპერმარკეტების ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა
29 დეკემბერი 2020
2014 წლიდან BDO-ში ერთი კარგი ტრადიცია გვაქვს - ყოველ მეორე წელს საახალწლო საჩუქრებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს სოციალურ პროექტებზე მივმართავთ. წელს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ბენეფიციარია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, რომელმაც პანდემიის პირველი დარტყმა მიიღო და თებერვლიდან ჩართულია ვირუსთან ბრძოლაში.
ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „ჩვენთვის, ყველასთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. ამ გამოწვევებით სავსე დროში ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია ადამიანების მხარდაჭერა, სწორედ ამაზე დგას BDO-ს, როგორც გლობალური ბრენდის კულტურა. ჩვენი უმთავრესი პრინციპია დავეხმაროთ ადამიანებს, ღირსეულად გავუმკლავდეთ გამოწვევებს და შევქმნათ შესაბამისი პირობები წარმატებისა და კეთილდღეობისთვის ახალ რეალობაში“.
BDO-ს კლიენტების, პარტნიორებისა და მეგობრების სახელით, ინფექციური საავადმყოფოს სრულ პერსონალს სუპერმარკეტების ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა.