პერსონალურადაა ხაზგასმული BDO-ს პარტნიორის დავით ხრიკაძის კვალიფიკაცია M&A-სა და უძრავი ქონების სექტორში. „BDO ლეგალისთვის IFLR 1000-ის რეიტინგში მოხვედრა არ არის ახალი, მითუმეტეს ყოველწლიურად პროგრესირება მაღალი კონკურეციის პირობებში კიდევ უფრო საამაყოა. რაც შეეხება პერსონალურ ნომინირებას, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა სხვა პროფესიონალ იურისტებთან ერთად საკუთარი წარმატების გაზიარება და კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა შემდგომი განვითარებისთვის“ - აცხადებს დავით ხრიკაძე.
დავით ხრიკაძისთვის ეს პირველი აღიარება არ არის, მან სხვადასხვა წლებში IFLR 1000-ისა და The Legal 500-ის მაღალი შეფასება მოიპოვა როგორც წამყვანმა იურისტმა და Leading Indvidual-მა.
ასევე კომპანიის სასამართლო და საარბიტრაჟო დავების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მაისურაძე იყო დასახელებული როგორც ახალი თაობის აღიარებული პროფესიონალი.
IFLR 1000 არის ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად ადგენს რეიტინგებს მსოფლიოს წამყვანი იურიდიული კომპანების და იურისტების შესახებ. რეიტინგი დგება იურიდიული ფირმების ყოვლისმომცველი კვლევის მიხედვით გადარჩევით, რაც ითვალისწინებს მათთან ინტერვიუებს, ფირმების მიერ წარმოებული საქმეების შესწავლას და კლინეტების შეფასებას.
BDO ლეგალი არის მაღალი პროფესიონალიზმისა და მრავალმხრივი გამოცდილების მქონე იურიდიული კომპანია, რომელის გუნდიც უკვე 16 წელია კლიენტებს გამორჩეული ხარისხის კვალიფიციურ იურიდიულ სერვისს სთავაზობს კორპორაციული, საინვესტიციო, საფინანსო და ბიზნეს სამართლის სხვა მიმართულებებით.
