This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

12 აგვისტო 2020

BDO შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში BDO-მ ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). პროექტის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

ამ ქმედებით BDO გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუ საზოგადოებაში.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: “ქალები ბიზნესის ყველა სფეროში აქტიურად არიან ჩართული და შესაბამისად მათი გადაწყვეტილებებიც ბევრი რამის განმსაზღვრელია. უდავოა, რომ ეკონომიკის ბევრ სფეროში ტენდენციებს ამკვიდრებენ და ბიზნესში წარმატება ძალიან დიდწილადაა დამოკიდებული მათ საქმიანობაზე სამუშაო გუნდში. ზოგადად, მრავალფეროვნების ნებისმიერი გამოვლინება ბიზნესისთვის ღირებულია, მითუფრო კი ძლიერი ქალების ყოფნა კომპანიაში. მათ შეუძლიათ მიიღონ ისეთი ღრმად გააზრებული, გულისხმიერი, კომპეტენტური გადაწყვეტილებები, რაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ გააკეთონ თავიანთი უნიკალური გამოცდილებით და ცხოვრებისეული შეხედულებებით. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რომელშიც გენდერული ბალანსის მიღწევა ეკონომიკურ სპექტრში განსაკუთრებული თემა კიარა, ნორმა იქნება. ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერით, გარდა იმისა, რომ ჩვენ ორგანიზაციაში გარკვეულ ნორმებს მოვიყვანთ შესაბამისობაში გაეროს საყოველთაო პრინციპებთან, ვფიქრობ, რომ გაგიზიარებთ ჩვენი შიდა ორგანიზაციული კულტურის უნიკალურ ელემენტებსაც, რომლისთვისაც სრულიად ორგანულია ძლიერი, პროფესიონალი ქალის როლი, დივერსიფიცირებული გარემო  კი კომპანიის სახასიათო პრინციპია“.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტექნიკური მხარდაჭერით, კომპანიაში ჩატარდება გენდერული შეფასება და შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა კომპანიაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა და შემდეგ, შესაბამისი აქტივობების განხორციელება.