This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • BDO 2020 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს:

BDO 2020 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს:

26 ნოემბერი 2020

გლობალური შემოსავალი 10 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს  

მკაფიო სტრატეგიამ, რომელიც BDO-მ COVID-19-ის პირობებში ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მიმართა, ბალანსირებული ზრდა განაპირობა და გლობალურმა შემოსავალმა 10,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, თანამშრომლების რაოდენობა კი 3,3%-ით გაიზარდა.

  • გლობალური შემოსავლის 7,8 %-იანი ზრდა 10,3 მლრდ აშშ დოლარამდე, 2019 წლის შემოსავალთან შედარებით, რომელიც 9,6 მლრდ დოლარს შეადგენდა, აჩვენებს კლიენტების მაღალ  მოთხოვნას BDO-ს ექსპერტულ ცოდნაზე პანდემიის პერიოდში. *მუდმივი გაცვლითი კურსით
  • BDO-ს Rethink-ის კონცეფცია ეხმარება როგორც BDO-ს ფირმებს, ისე ჩვენს კლიენტებს, შეინარჩუნონ მოქნილობა კრიზისის განმავლობაში და მიაღწიონ წარმატებას ახალ რეალობაში
  • COVID-19-ის მიუხედავად, თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა: 91,054 მომავლის პროფესიონალი BDO-ში ერთმანეთს წარმატებით უთანხმებს მომავალზე ორიენტირებულ ტექნოლოგიებსა და ადამიანის უნიკალურ ინტელექტს  ჭკიანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად 1,658 ოფისში
  • BDO-ს კონცეფცია WHY არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც 2020 წელს. ის არის ჩვენი კულტურის მამოძრავებელი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს, ჩვენს კლიენტებს, პარტნიორებს და საზოგადოებას.

BDO-ს მუშაობის შედეგები 2020 წელს იმ თამამი გადაწყვეტილებებისა და ინვესტიციების დადასტურებას წარმოადგენს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში კომპანია იღებდა. ამ სტრატეგიით დაინერგა გლობალური ინფრასტრუქტურა და ციფრული გადაწყვეტილებები კომპანიაში, რომელიც გრძელვადიანი ფასეულობის მომტანია ჩვენი კლიენტებისთვის.

ბრიუსელი, 26 ნოემბერი, 2020 წელი: BDO-მ 2020 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 10,3 მლრდ აშშ დოლარი / 9,2 მლრდ ევრო შეადგინა, რითაც წლიდან წლამდე მუდმივი გაცვლითი კურსით 7,8 %-იანი ზრდა აჩვენა (+7,5 % ევროში; +6,7% აშშ დოლარში).

2020 წელს BDO-ს აქვს 1658 ოფისი მსოფლიოს 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზე და ყველა რეგიონში შეინიშნება თანმიმდევრული ზრდა. შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (+ 7,7%), მაშინ როცა EMEA-ს რეგიონში შემოსავალი გაიზარდა (+6,2 %-ით), ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში +4,1%-ით. EMEA-სა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებზე მოდის გლობალური შემოსავლის 34,7% და 12,1%. ამერიკა წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონს 53,2%-იანი ხვედრითი წილით.

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება რჩება BDO-ს უმსხვილეს მიმართულებად, რომლის ხვედრითი წილი შემოსავალში 42%-ია, თუმცა გასულ წელს საგადასახადო მიმართულება გაიზარდა, ტენდენცია ნარჩუნდება და ახლა მისი წილი 21,6%-ს შეადგენს. შემოსავალი ბიზნეს კონსულტაციებისა და სერვისების აუთსორსინგის მიმართულებებიდან 2019 წლის მსგავსად, 21,1% და 15,3%-ია.

კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger), BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი: „2020 საკმაოდ რთული წელი იყო, თუმცა ჩვენი თანამშრომლების მოხერხებული და შემოქმედებითი მიდგომის წყალობით, კომპანიამ სწრაფად გააკეთა რეაგირება ახალ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით. ჩვენი გლობალური ორგანიზაციის უწყვეტი ზრდა განპირობებულია ქსელის  ფირმების თამამი გადაწყვეტილებებით, რათა დაეხმარონ თანამშრომლებს, კლიენტებსა და მთლიანად საზოგადოებას. მათ ერთად შეასხეს ხორცი ჩვენს WHY კონცეფციას - ადამიანები ადამიანების დასახმარებლად, რის გამოც ჩვენმა ბიზნესმა შეინარჩუნა მდგრადობა და სიძლიერე“. 

დაინახე ახლებურად - ლავირება ახალ რეალობაში:

გადააზრება წარმატებისთვის

BDO-მ, ისევე როგორც სხვა ბიზნესმა, ახლებურად გაიაზრა საკუთარი ბიზნესმოდელი და ქსელის ფირმებს საშუალება მისცა რეაგირება მოეხდინათ საერთო გამოწვევებზე და გამოენახათ კლიენტებთან და ერთმანეთთან ურთიერთობის ახალი საშუალებები. უმთავრეს მიზანს ყოველთვის წარმოადგენს კლიენტების დახმარება წარმატების მისაღწევად.

BDO-ს ახლებურად გააზრების კონცეფცია Rethink-ი მსოფლიოს მასშტაბით ჩაეშვა ექსპლუატაციაში  პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. შემუშავებულია იმისთვის, რომ ბიზნესმა გადააფასოს საკუთარი მომავალი, ჩვენი 3 ეტაპიანი მოდელი განსაზღვრავს უმთავრეს პრობლემებსა და შესაძლებლობებს, რომელიც კლიენტებმა თითოეულ ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. მან ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ბიზნესლიდერებს სტრატეგიული და ბიზნესპრიორიტეტების გადაფასების დროს.

დაინახე ახლებურად ჩვენი სერვისები

ჩვენს კლიენტებს საზღვრებს მიღმა შეუფერხებელი მომსახურების მიღების, ღრმა ინდუსტრიული ექსპერტიზისა და განუხრელი ხარისხისადმი ფოკუსირების მოლოდინი აქვთ. ისინი BDO-ს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იმყოფებოდნენ მთელი 2020 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მომსახურების სპექტრის განვითარებას, ახალი გადაწყვეტილებების შეთავაზებით, რომელიც ჩვენს კლიენტებს დაეხმარება განვითარდნენ ახალ რეალობაში. ეს შესაძლებლობებია ქლაუდ ბუღალტერია, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიზაცია, პროგნოზირებადი ანალიტიკა და სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტები, ციფრული ეკონომიკა და დაბეგვრა და უპილოტო ტექნოლოგია.

მთელი წლის განმავლობაში BDO განაგრძობდა ინვესტირებას ბაზრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საჭიროებებზე, რომელთაგან თითოეული მიმართული იყო ჩვენი სერვისების სრულყოფისკენ სხვადასხვა ინდუსტრიის ირგვლივ.

EMEA: 2018 წელს კეიპტაუნში, იოჰანესბურგსა და პორტ ელიზაბეთში მდებარე გრანდ თორნტონის ოფისების ინტეგრაციის შედეგად, BDO სამხრეთ აფრიკაში კიდევ უფრო გაფართოვდა 2020 წელს, ვინაიდან საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანა გრანდ თორნტონის ოფისი დურბანში და შემოიერთა 40 კაციანი, ძლიერი გუნდი ფინანსების მიმართულებით. ჩეხეთში Moore Stephens-ი გაერთიანდა BDO-სთან, რომელმაც ასევე შექმნა ცალკე იურიდიული ფირმა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა: ACM-ის ექსპერტები ახალი ფინანსური კონსულტაციებისა და ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით შემოუერთდნენ BDO-ს ამერიკაში. ასევე Lixar-ი, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის კომპანია შეუერთდა BDO-ს კანადაში.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი:  DBW Group-ი, ბუტიკბიზნესი ბიზნესმომსახურებისა და ფინანსური დაგეგმვის მიმართულებით შეუერთდა BDO-ს ავსტრალიაში.

დაინახე ახლებურად ინოვაცია

პანდემიამ დააჩქარა გაციფრულების პროცესი. პანდემიის დასაწყისში BDO-მ აჩვენა, რომ გვაქვს გამოცდილება და შესაძლებლობა მუშაობის ახალ მეთოდებზე გადასასვლელად.

ამავე გზით BDO მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ჩვენი დაინტერესებული მხარეების ციფრული გამოცდილება და გააფართოვოს მონაცემთა ანალიტიკის შესაძლებლობები.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი კლიენტები აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ საშუალებებს ბიზნესის უწყვეტობის მხარდასაჭერად, ხარჯების შესამცირებლად და ეფექტურობის გასაზრდელად. BDO-ს აუდიტის ინსტრუმენტი APT Next Gen განაგრძობს კლიენტებისთვის ციფრული პროცესებისა და მეთოდოლოგიის შეთავაზებას, რომელიც ეფუძნება მოწინავე ტექნოლოგიებს. გლობალურ პორტალთან დაკავშირებული მსგავსი პლატფორმები ემსახურებიან ეფექტურობის ზრდას და ამარტივებენ ინფორმაციის გაცვლას.

დაინახე ახლებურად ადამიანების ძალა

BDO რჩება ბიზნესად, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებზე ციფრული გათვიცნობიერებისა და კლიენტების საჭიროების სწორად გაგების გზით.  90 000+ ჩვენიანი სწრაფად ადაპტირდა და განაგრძობს იყოს კონტაქტზე და კოლაბორაციაში კლიენტებთან მსოფლიოს მასშტაბით.

მოქნილობა და კლიენტებზე ორიენტირება მთავარ ფაქტორებად რჩება და BDO-ში არასოდეს ვამცირებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას, მუდმივად ვეძებთ ახალ ტალანტებს ახალი უნარებით. ახლა ჩვენ ვქმნით მომავლის პროფესიონალების გუნდს: ახალგაზრდა ტალანტებს განსხვავებული გამოცდილებითა და ცოდნით. BDO-ს პროფესიონალები მთელს მსოფლიოში ხორცს ასხამენ კლიენტებთან ურთიერთობის ჩვენს მიდგომას, რადგან ეს არის ხალხი, ვისაც შეუძლია მომავალზე ორიენტირებული ტექნოლოგიებისა და ციფრული მაინდსეტის მიღება.

მიზნის ძალა

როგორც მიზანდასახული კომპანია, ჩვენ ვირჩევთ საუკეთესოს. კონცეფცია WHY ჩვენი არსებობის ფუნდამენტური მიზეზია და ის განსაზღვრავს თუ ვის ვემუშავებით, როგორ ვუჭერთ მხარს ჩვენს კოლეგებსა და საზოგადოებას. ეს აისახება თანამშრომლების რაოდენობის ზრდაზე ამ რთული წლის პირობებშიც კი.

კიტ ფარლინგერი აცხადებს: „უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი კულტურა და ადამიანები, განსაკუთრებით გაურკვევლობის პერიოდში. იმის გათვალისწინებით, რომ განვაგრძობთ ორიენტირებას ახალ რეალობაში, ვამაყობ იმით, თუ როგორი რეაგირება ჰქონდათ BDO-ს ფირმებს პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და როგორ გამოიყენეს მათ BDO Rethink-ის კონცეფცია, რომ მეგზურობა გაეწიათ ჩვენი თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის ახალ რეალობაში წარმატების მისაღწევად“.