This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

სატრანსფერო ფასწარმოქმნა

მულტინაციონალური საგადასახადო გამოწვევები ყველაზე რთული და პოტენციურად ძვირადღირებული საკითხებია, რომელთა წინაშეც დგანან კომპანიები საერთაშორისო საქმიანობით. ამავდროულად, ეს სირთულე გთავაზობთ მრავალფეროვან შესაძლებლობებს მოგების ოპტიმიზაციისა და ფულადი სახსრების მოძრაობის გაზრდის თვალსაზრისით.

BDO– ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის პრაქტიკა ეხმარება კომპანიებსა და მათი ჯგუფის წევრებს, განიხილონ უნიკალური საგადასახადო შესაძლებლობები - საერთაშორისო და საშინაო - დაკავშირებული კომპანიებს შორის ოპერაციებზე დაგეგმვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება ფაწარმოქმნის საკითხებთან მიმართებით; დახმარება კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და აუდიტის პროცესში. ჩვენი პროფესიონალები მუშაობენ სატრანსფერო ფასწარმოქმნის პოლიტიკების შემუშავებაზე. ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ მიდგომას - სატრანსფერო ფასწარმოქმნის რესურსების ინტეგრირებას ადგილობრივ და საერთაშორისო სერვისებთან.

 

სერვისი მოიცავს:

► საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ტრანზაქციის შესაბამისობის შესახებ „გაშლილი ხელის“ პრინციპთან

► მხარდაჭერას წინასწარი შეთანხმების (APA) გაფორმების პროცესში

► მხარდაჭერას საგადასახადო დავის პროცესში

 სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია

ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო გარიგებები, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოებს წარუდგინონ სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს და ადასტურებს ხსენებული საერთაშორისო გარიგებების შესაბამისობას "გაშლილი ხელის" პრინციპთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გლობალური გამოცდილება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს დაგეხმაროთ დოკუმენტაციის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებაში.

 

გამოცდილი საერთაშორისო გუნდი

ბიდიო ერთ-ერთია მსხვილ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმათაგან, რომელსაც სატრანსფერო ფასწარმოქმნაში 400-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ეწევა საქმიანობას ბიზნესი - ჩვენ ვემსახურებით სატრანსფერო ფასწარმოქმნის კლიენტებს ყველგან - უცვლელი ხარისხით.

ჩვენი გლობალური გუნდი ჩართულია OECD-სა და საგადასახადო ორგანოებთან კონსულტაციების პროცესებში, ასევე არის ბევრი სექტორული და პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მონაწილეობს სატრანსფერო ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაში. ეს გვეხმარება ყოველთვის ვიყოთ სატრანსფერო ფასწარმოქმნის ავანგარდში და შევთავაზოთ კლიენტებს ხარისხიანი მომსახურება. ჩვენი გლობალური გუნდი ხშირად ერთობლივად მუშაობს იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც OECD სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს განახლებებს უკავშირდება და რომელსაც  შეუძლია კრიტიკული გავლენა მოახდინოს ჩვენი კლიენტების პოზიციაზე სატრანსფერო ფასწარმოქმნის ნაწილში.

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტოს დატოვება