საგადასახადო შესაბამისობა
მომსახურება გულისხმობს გასული ან მიმდინარე (მიმოხილვას დაქვემდებარებული) პერიოდის სამეურნეო ოპერაციების საგადასახადო მიმოხილვას და მიზნად ისახავს კომპანიის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების შემოწმებას.
ეს სერვისი მოიცავს:
- გასული პერიოდის საგადასახადო მიმოხილვას
- მიმდინარე პერიოდის საგადასახადო მიმოხილვას
- საგადასახადო რისკების შესწავლას
- საგადასახადო დიუ დილიჯენსს.
მომსახურების შედეგად თქვენ მიიღებთ წერილობით ანგარიშს, სადაც წარმოდგენილი იქნება შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზი, საგადასახადო რისკის სავარაუდო დონე და მათი განეიტრალების გზები.