ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი
ჩვენი ძირითადი საქმე ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური საკონსულტაციო მომსახურებაა. ინდუსტრიული გამოცდილების გათვალისწინებით სააღრიცხვო, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში, კლიენტები იღებენ ფართო ბიზნეს ოპერაციულ ხედვას ყველა საჭიროებისთვის.
ბიდიოს გამორჩეული ხარისხის სერვისის ნაწილია BDO პორტალი, რომელიც კოლაბორაციის ციფრული სივრცეა BDO-ს მომხმარებლებისთვის. ეს არის ქლაუდ ტექნოლოგიით შექმნილი პორტალი,რომლის საშუალებითაც გაცილებით მარტივია დიდი რაოდენობის დოკუმენტების დახარისხება და ერთმანეთისთვის გაზიარება კიბერსაფრთხეებისგან დაცულ ციფრულ გარემოში, ამასთან შესაძლებელია სამუშაოს, შესაბამისი შემსრულებლისთვის მიკუთვნება და მიმდინარე პროცესების კონტროლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
საბუღალტრო მომსახურების აუთსორსინგი
ორგანიზაციის სპეციფიურ ინტერესებზე მორგებული მომსახურება, წამყვანი ქლაუდ ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ზუსტ, დროულ და საიმედო ფინანსურ ანგარიშგებებზე შეუფერხებელ წვდომას.
სახელფასო ადმინისტრირების აუთსორსინგი

ადამიანური რესურსების ადმინისტრირება, რომელიც დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ სწორი ორგანიზაციული და მმართველობითი მოდელი.
ფინანსური მენეჯერის ფუნქცია
ფინანსური ანალიზი საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ფინანსური დაგეგმვისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გამოწვევებს. ფინანსური მენეჯერის სერვისი დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ თქვენი საქმიანობის შედეგები და სწორად დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები
აუთსტაფინგი:
BDO HR& Payroll დაიქირავებს თქვენი საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად შერჩეულ თანამშრომლებს, რომლებიც მხოლოდ თქვენს პროექტზე იმუშავებენ. ჩვენ დაგეხმარებით მათთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მოწესრიგებასა და ადმინისტრირებაში თქვენს კომპანიაში არსებული პოლიტიკებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვთ საკონტაქტო, ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 254 58 45
საკონტაქტოს დატოვება
ჩვენი კლიენტები
ტერასა ჯგუფი - თამარ გაფრინდაშვილი , კომერციული დირექტორი
სერვისი : მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა
.png.aspx?lang=ka-GE&width=200&height=200)
„ სამშენებლო დეველოპერულ კომპანია ტერასას 7 დასრულებული და ამდენივე აქტიური პროექტი აქვს, ჩვენი ბიზნესის სწორი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გამართული ფინანსური ოპერაციები. BDO-ს გამოცდილი სპეციალისტები კი ნებისმიერ დროს მზად არიან მომაწოდონ ჩემთვის საინტერესო ფინანსური მონაცემები, რომელიც მეხმარება მქონდეს სწორი წარმოდგენა კომპანიის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობაზე და მასზე დაყრდნობით შევძლო შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.’’
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში - ზაზა ფურცელაძე , დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში
სერვისი: მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა
„ ბრიტანეთის საბჭო არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ გვყავს ათასობით აქტიური მონაწილე ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში. ამ ყოველივეს შესრულებისთვის კი აუცილებელია ისეთი კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერა, მიმდინარე ბუღალტრულ, სამეურნეო და საგადასახადო საკითხებში, როგორიც ბიდიოს აუთსორსინგის გუნდია. მიხარია და ვამაყობ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობით, რომელიც მუდმივი სტაბილურობის განცდას და მოტივაციას გვმატებს.‘’