კიბერსაფრთხეები ისეთ მასშტაბებს იღებს, რომ თავდასხმის რისკი უკვე სავარაუდოს კატეგორიაშიც აღარ ხვდება - „კიბერთავდასხმა თუ მოხდა“ შეცვალა „კიბერთავდასხმა რომ მოხდება“ მიდგომამ და მზადყოფნისთვის ზრუნვაც კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი გახდა. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ, უფრო გათვითცნობიერებული გახდეთ, თუ როგორ შეიძლება თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება, BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდი გიზიარებთ ყველაზე პრაქტიკულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ, შეამციროთ პოტენციური რისკები:
სანდო ვებგვერდები იყენებენ https პროტოკოლს, რაც ნიშნავს რომ კავშირი ვებგვერდთან დაშიფრულია. სანამ თქვენთვის სენსიტიურ ინფორმაციას შეიყვანთ ვებგვერდზე, დარწმუნდით რომ ის იყენებს დაშიფრულ კომუნიკაციას და Web Browser-ში აქვს შესაბამისი ნიშანი - Secure.