ოპტიმიზირებული სასწავლო კულტურის მქონე ორგანიზაციები, როგორც წესი, ბაზრის მოქნილი ლიდერები არიან.
ორგანიზაციული სწავლების „სიმწიფის მოდელი“ ორიენტირებულია ბიზნესის სწავლებისა და განვითარების (L&D) ინიციატივებზე, მიზანსა და მის მენტალიტეტზე. ამ სტატიაში გაეცნობით რას არის ორგანიზაციული სწავლების „სიმწიფის მოდელი“ და როგორ შეიძლება მისი მორგება თქვენს ბიზნეს მიზნებზე.
რას გულისხმობს სწავლების „სიმწიფის მოდელი“?
სწავლების „სიმწიფის მოდელი“ გულისხმობს ორგანიზაციის სწავლებისა და განვითარების პრაქტიკისა და რწმენის გარეშემო არსებულ კულტურას. იგი, კონკრეტულ კომპანიასა თუ გუნდში, აღწერს თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და სასწავლო მასალების მიწოდების, მათი მიზნებისა და შედეგების შესახებ პროგრესულ ცვალებადობას.
დღეისთვის, სწავლება და განვითარება (L&D) არის ბიზნესის ერთ-ერთი მამოძრავებელი სტრატეგია, რომლის სწორი დაგეგმვითა და მართვით შესაძლებელია ეფექტური შესრულების გუნდების შექმნა და განვითარება.
სწავლების „სიმწიფის მოდელის“ გამოყენებით თქვენი ორგანიზაცია:
- მიიღებს განმეორებად აქტივობებს კომპანიის მასშტაბების გასაუმჯობესებლად
- შეძლებს ინდუსტრიის საფუძვლიან ბენჩმარკინგს
- დანერგავს ეფექტურ ინსტრუმენტებს გუნდებს შორის შიდა შედარებისთვის.
სასწავლო მოდელის დანერგვა
სასწავლო მოდელის წარმატებით დანერგვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორი ტიპის სწავლების კულტურა გაქვთ ორგანიზაციაში და ამასთან ერთად, განსაზღვროთ თქვენი L&D მიზნები, სურვილები და რესურსები. მისი ეფექტური წარმართვისთვის, კომპანიის მხრიდან, ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო შემდეგი მიმართულებებით:
თანამშრომელთა ინტეგრაცია (Onboarding), შესაბამისობა, ლიდერობა და სხვა კორპორატიული ტრენინგები, რომლებიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
ამჟამინდელი ტრენინგ მეთოდებისა და პერსონალური თუ პროფესიული უნარების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა.
სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საჭირო რესურსებისა და ტექნოლოგიების შერჩევა, დანერგვა, L&D ჯგუფების შექმნა და განვითარება.
ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმა, რომელიც L&D პროცესს სახალისოს, ხელმისაწვდომსა და მოსახერხებელს ხდის, სოციალური ან კოლაბორაციული პლატფორმები, როგორიცაა Microsoft Teams ან Slack.
„სიმწიფის მოდელის“ ეტაპები
სწავლების მართვის „სიმწიფის მოდელების“ უმეტესობა ძირითადად ოთხი ან ხუთი დონისგან შედგება. აღნიშნული სასიცოცხლო ციკლი იწყება არაფორმალური და არათანმიმდევრული პრაქტიკით და სრულდება იმ სტრატეგიული ინსტრუმენტებით, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციის კეთილდღეობას.

სწავლების „სიმწიფის მოდელის“ სხვადასხვა საფეხური L&D-ის შესრულებისა და ხარისხის ახალ დონეს უტოლდება. ყოველი მიმდინარე ეტაპი ცოდნასა და გამოცდილებას წინა საფეხურებიდან იღებს.
ჩვენი People Advisory-ის გუნდი დაგეხმარებათ სწორი და ეფექტური L&D პროცესის აწყობასა და მის განვითარებაში, რათა გაიმარტივოთ თქვენი ორგანიზაციული პროცესები და დაძლიოთ არსებული გამოწვევები.
ჩანიშნე შეხვედრა