• MEDIAtalk (ENG)
პუბლიკაცია:

MEDIAtalk

04 სექტემბერი 2018

პუბლიკაციის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბიდიო დიდი ბრიტანეთის ვებგვერდზე

MEDIAtalk-ს ბიდიოს წლის განმავლობაში ორჯერ ამზადებს, რათა შეისწავლოს მედია M&A-ს აქტივობა გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე და გამოავლინოს ინდუსტრიის ტენდენციები. თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ნებისმიერ იმ თემაზე, რომელსაც MEDIAtalk მოიცავს ან გაქვთ სურვილი გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა თემის ირგვლივ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბიდიო გლობალის პარტნიორსა და მედია ხელმძღვანელს ენდი ვაინერს (Andy Viner).

H1 2018-ის ბოლო გამოცემა - საფრანგეთი: ლიდერი მედია რენესანსის სფეროში

ძალიან ბევრი მიმართულებით მედია სექტორი მსოფლიოს მასშტაბით „რენესანსის“ ეპოქაშია. ტექნოლოგია განაპირობებს ახალი საშუალებების გაჩენას გამოგონების, ახლებურად შეფუთვისა და წარმოდგენის გზით. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მედიამოთამაშეებზე, კლიენტებსა და აუდიტორიაზე და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იდება გარიგებები. ფაქტიურად, მედიაგარიგებების კომბინირებული ღირებულება შუა წლის მონაცემებით, დაახლოებით,  80 მლრდ დოლარს შეადგენს.

MEDIAtalk-ის მიმდინარე გამოცემაში გაშუქებულია საფრანგეთის მედიაინდუსტრია, ასევე მსოფლიო და ბრიტანული მედიასაშუალებები.

გაეცანით მოკლე რეპორტს, რომელშიც მიმოხილულია ის მნიშვნელოვანი ტრენდები, რომელთაც ბიდიო ხედავს გლობალურად და ასევე კონკრეტულად დიდი ბრიტანეთის მედია სექტორში.

იხილეთ რეპორტის შემცირებული ვერსია

რეპორტის ვრცელი ვერსია

ასევე წარმოგიდგენთ რეპორტის ვრცელ ვერსიას, რომელშიც განხილულია ის 5 ტენდენცია, რომელსაც ბიდიოში ვხედავთ, აქვე განხილულია კერძო კაპიტალსა და ბრიტანულ მედია სექტორში  არსებული ცხელი ტენდენციები.

ჩამოტვირთეთ რეპორტის ვრცელი ვერსია