• ბიდიოს საერთაშორისო ბიზნეს კომპასი 2018
კვლევა:

ბიდიოს საერთაშორისო ბიზნეს კომპასი 2018

06 ივლისი 2018

ბიდიოს საერთაშორისო ბიზნეს კომპასი არის ყოველწლიურად განახლებადი კვლევა, რომელიც შეისწავლის მსოფლიოს ქვეყნების საინვესტიციო გარემოს. იგი მომზადებულია ბიდიო გერმანიისა და ჰამბურგის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ.

კვლევის თანახმად, საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, 47-ე, ხოლო აზიის რეგიონში მე-11 ადგილს იკავებს.

საერთაშორისო ბიზნეს კომპასის მიზანია ქვეყნების მიმზიდველობის შეფასება საინვესტიციო თვალსაზრისით და ბიზნესის დახმარება საქმიანობისთვის შესაფერისი ქვეყნისა თუ რეგიონის შესარჩევად.

2018 წლის გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მოხმარებას. ბიზნეს კომპასი ადარებს ქვეყნებს სხვადასხვა რესურსის გამოყენების ნიშნით და შეისწავლის ენერგიისა და რესურსების გამოყენების შედეგებს საზოგადოებისთვის.

ჩამოტვირთვა