• ბიდიოს ახალი გამოცემა IFRS in Practice - ფასს 16 იჯარები
სტატია:

ბიდიოს ახალი გამოცემა IFRS in Practice - ფასს 16 იჯარები

29 ივნისი 2018

მასალის ორიგინალი იხილეთ ბიდიო ნორვეგიის ვებგვერდზე

ბიდიო წარმოგიდგენთ მორიგ პუბლიკაციას IFRS in Practice - ფასს 16 იჯარები.

გამოცემა დეტალურად განიხილავს ფასს 16 იჯარების მოთხოვნებს და მოიცავს უამრავ პრაქტიკულ მაგალითს თემაზე.

2016 წლის იანვარში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (IASB) გამოსცა ფასს 16 იჯარები, რომელიც ძალაშია 2019 წლის 1 იანვარს ან მის შემდგომ დაწყებულ სააღრიცხვო პერიოდებზე. ადრეული დანერგვა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ იმ შემხვევაში, თუ ფასს 15 შემოსავლები კონტრაქტიან მომხმარებლებთან ასევე დანერგილია. ფასს 16-ს შემოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები იჯარის აღრიცხვის მოთხოვნების თვალსაზრისით, უპირატესად მეიჯარეებისთვის, რაც გულისხმობს საიჯარო ვალდებულებებისა და აქტივების საკუთრების უფლების აღიარებას ბალანსზე იმ საიჯარო კონტრაქტებისთვის, რომელიც მიმდინარე მდგომარეობით კლასიფიცირებულია საოპერაციო იჯარად. საწარმოებმა, რომლებიც ფასს-ებს იყენებენ, ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ, ხომ არ შეიცავს იჯარის კომპონენტს გაფართოებული მომსახურების კონტრაქტები. ფასს 16 შემუშავებულია იმისათვის, რომ ჩაანაცვლოს არსებული სტანდარტების ნაკრები და ინტერპრეტაციები იჯარებზე, სახელდობრ ბასს 17 იჯარები.

გადადით ბმულზე და ნახეთ ახალი პუბლიკაცია და ბიდიოს IFRS in Practice გამოცემების სრული ბიბლიოთეკა.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ბიდიოს “IFRS Need to Know” პუბლიკაციების უახლესი გამოცემა, რომელიც მოიცავს ზემოთ აღწერილი ცვლილებების შესახებ დეტალებს და სხვა სიახლეებს.

მიადევნეთ თვალყური სიახლეებს ფასს-ების შესახებ ბიდიოს საინფორმაციო გვერდზე.