This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
პუბლიკაცია:

პროდუქტიულობის 30%-მდე ზრდა - BDO-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის გუნდის მუშაობის შედეგი

10 თებერვალი 2020

BDO-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის გუნდმა კომპანიის ERP სისტემების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტური მენეჯმენტის იაპონური მოდელი - Lean მეთოდოლოგია წარმატებით დანერგა. ეს არის ტექნოლოგიური სფეროსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და შედეგიანი მეთოდოლოგია.

VSM (value stream mapping) - ის გამოყენებით მოხდა მხარდაჭერის გუნდის ბიზნეს პროცესების გაანალიზება და ოპტიმიზაცია - აღმოიფხვრა ქმედებები, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ღირებულებას არ მატებდნენ. შედეგად, უშუალოდ პროცესზე დახარჯული დრო (touch time) შემცირდა 25%-ით.

„Lean ინსტრუმენტების (Huddle, 5S, DILO და სხვ) საშუალებით ERP სისტემების მხარდაჭერის გუნდის ინდივიდუალური და ჯგუფური შედეგები გავხადეთ უფრო გამჭირვალე და ვიზუალურად მარტივი აღსაქმელი. უფრო ნათლად გამოჩნდა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. შედეგად, 25-30%-ით უკვე გაიზარდა გუნდის პროდუქტიულობა, ამასთანავე მოხდა მთელი რიგი ნაბიჯების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს გუნდის განვითარებას და ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდას“ - ამბობს BDO-ს პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი ირმა ბერძენიშვილი.

Lean მეთოდოლოგიაზე გადასვლა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც პირველადი დანერგვის შემდეგაც გრძელდება. შესაბამისად, BDO-ს პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის გუნდმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც მომავალშიც უზრუნველყოფენ მხარდაჭერის მიმართულების პროცესების კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზაციას, მათი ეფექტიანობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესის წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული მომხმარებლის კმაყოფილებაზე, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. Lean მეთოდოლოგიის დანერგვის ამოსავალი წერტილიც სწორედ მომხმარებლის კმაყოფილება იყო“, - ამბობს BDO-ს პარტნიორი ზვიად ორაგველიძე.

BDO-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის გუნდს ქართულ ბაზარზე ყველაზე გამოცდილი და შედეგიანი მეთოდოლოგია შემოაქვს. ქართულ კომპანიების უკვე აქვთ საშუალება, BDO-სთან პარტნიორობით, გადავიდნენ მუშაობის გაცილებით უფრო თანამედროვე და ეფექტიან მოდელზე, რომელიც მათ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.