მდგრადი განვითარება

ჩვენ ვაცნობიერებთ BDO-ს, როგორც ბიზნესის როლს მდგრადობის საკითხებზე მუშაობის თვალსაზრისით. ვთვლით, რომ საჭირო ცვლილებებისკენ სვლა ყველას შეგვიძლია, თუ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ და მდგრადობის მიმართ სწაფად ცვალებადი მოთხოვნების შესასრულებლად ერთად ვიმოქმედებთ. 

ჩვენი ხალხი, დამკვეთები, საზოგადოება, მთავრობა - ყველა დაინტერესებული მხარე სულ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს ბიზნესისგან გარემოსდაცვის, სოციალური და კორპორაციული მართვის (ESG) საკითხებზე მუშაობისას. შესაბამისად, ეს მოთხოვნები და მოლოდინები გარემოსა და სოციალურ სფეროზე ბიზნესის და მისი ინდუსტრიის გავლენების უფრო სიღრმისეულ გააზრებას და რაც მთავარია, ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს. 

BDO-ს მიდგომა მდგრადობის მიმართ სრულად ეხმიანება ჩვენს გლობალურ მისიას, ადამიანები ადამიანებისთვის - People helping people achieve their dreams. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებებს მდგრადი განვითარებისკენ  გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენმა ქმედებებმა დღეს საფრთხე არ შეუქმნას მომავალი თაობების ცხოვრების ხარისხს და წინსვლის პერსპექტივას. 

ყველაფერი, რასაც BDO-ში ვაკეთებთ, მდგრადობის ჭრილში განიხილება და ემსახურება მდგრადობის პრინციპების სრულყოფილი ინტეგრირების ამოცანას ჩვენს ბიზნეს მოდელში, იმავდროულად კი სხვების დახმარებას იმავე გზაზე. 

ჩვენ, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) წევრივიღებთ საჯარო პასუხისმგებლობას, სწორი კორპორატიული მმართველობით საქმიანობა წარმართოთ გარემოს დაცვის და განვითარების, ეკონომიკის და საზოგადოების გაძლიერების მიზნების გათვალისწინებით. 

ჩვენ კარგად გვესმის გაეროს 17 მდგრადი განვითარების ურთიერთდამოკიდებული მიზნის მნიშვნელობა და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენს მიერ ამ ეტაპზე შერჩეული შემდეგი მიზნებისკენ: 



გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას გაეროს მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების შესრულებაზე, BDO ასევე პროფესიონალურ მხარდაჭერას სთავაზობს ბიზნესებს, რომელთაც სურთ დანერგონ და თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახადონ მდგრადი განვითარება. 

ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს დახმარებას, მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ გაეროს მიზნებთან შესაბამისობა. ამ კომპლექსური პროცესის ფარგლებში BDO დაეხმარება დაინტერესებულ  კომპანიებს  განვითარების მიზნების მაჩვენებელთა სისტემის შემუშავებაში, რომ შესაძლებელი გახდეს პროგრესის გაზომვა და ასევე, ინტეგრირებული რეპორტინგის დანერგვაში, რათა კომპანიებმა შეძლონ წარუდგინონ საზოგადოებას ანგარიში მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.