გლობალური ქსელი

BDO არის გლობალური ქსელი, სადაც 2023 წლის მდგომარეობით, 115,661 პროფესიონალი კადრი 166 ქვეყნისა და ტერიტორიის 1,776 ოფისში კლიენტებს უწევს კონსულტაციებს აუდიტორული, საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული მიმართულებით. 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, BDO-ს საერთო შემოსავალი $ 14 მილიარდს შეადგენს. 

ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი მომსახურების ხარისხს და ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას ჩვენს წარმატებაში. როგორც ქსელი, ჩვენ, ყოველთვის, თავს ვალდებულად ვთვლით, კლიენტისთის უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიგვეწოდებინა და 2012 წელს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლიენტთა განსაკუთრებული მომსახურების ჩვენეული განმარტება, რომელმაც შემდეგნაირად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ხედვასა და მისიაში: ვიყოთ ლიდერები კლიენტებისათვის გამორჩეული მომსახურების მიწოდებაში. მომსახურების მაღალი ხარისხის ცნება ჩართულია ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ და იგი გაცნობიერებული აქვს ჩვენს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ცდილობენ თავისი ყოველდღიური საქმიანობა, სწორედ ამ ხედვის შესაბამისად წარმართონ.