ცალკეული პირები, რომელთა პერსონალურ მონაცემებს ვიტოვებთ ჩვენი დამკვეთებისთვის პროფესიული მომსახურების გაწევასთან კავშირში

ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, ვაგროვებთ მხოლოდ სპეციფიური მიზნებისთვის აუცილებელ პერსონალურ მონაცემებს და ვთხოვთ ჩვენ დამკვეთებს, გაგვიზიარონ ასეთი ინფორმაცია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ზემოხსენებული კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

როდესაც ჩვენ ვსაჭიროებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას პროფესიული სერვისის გასაწევად, ვთხოვთ დამკვეთებს, მიაწოდონ ამ პერსონალური მონაცემების სუბიექტებს ინფორმაცია ამის შესახებ.

ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ საკონტაქტო მონაცემებს ჩვენი დამკვეთებისთვის ამ პირებთან ურთიერთობების მართვისა და შენარჩუნებისთვის.

ბიდიოს სერვისების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე (გადადით ბმულზე მეტი ინფორმაციისთვის), ჩვენ ვამუშავებთ მრავალი კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის:

  • საკონტაქტო ინფორმაციას
  • ბიზნეს აქტივობებს
  • მონაცემებს მენეჯმენტისა და თანამშრომლების შესახებ
  • სახელფასო უწყისისა და ფინანსური ხასიათის სხვა დეტალებს
  • ინვესტიციებსა და სხვა ფინანსური ინტერესების შესახებ ინფორმაციას

ზოგადად, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი დამკვეთებისაგან ან მესამე მხარეებისაგან დამკვეთისავე მითითების თანახმად. ზოგიერთი სერვისის მიზნებისთვის, მაგალითად შეძენის ობიექტის დიუ დილიჯენსისთვის დამკვეთის სახელით, შესაძლოა მოვიპოვოთ პერსონალური მონაცემები შეძენის ობიექტის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან ან მესამე მხარისაგან, რომელიც ამ ობიექტის მითითებებით მოქმედებს.

ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • პროფესიული მომსახურების გასაწევად - ბიდიო დამკვეთებს სთავაზობს ფართო სპექტრის პროფესიულ სერვისებს (გადადით ბმულზე მეტი ინფორმაციისთვის). ჩვენი ზოგიერთი სერვისი მოითხოვს პერსონალური მონაცემების დამუშავებას კონკრეტული კონსულტაციის გაწევის ან შეთანხმებული შედეგის მისაღწევად. მაგალთად, ჩვენ ვამოწმებთ სახელფასო უწყისებს, როგორც აუდიტის პროცესის ნაწილს.
  • ჩვენი ბიზნესის და მომსახურებების ადმინისტრირების, მართვისა და გავითარებისთვის - ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს ბიზნესის სათანადო წარმოებისთვის, მათ შორის: დამკვეთებთან ურთიერთობების მართვისა და ჩვენი ბიზნესისა და სერვისების განვითარებისთვის.

იმ შემთხვევაში, როცა ვასრულებთ კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როგორიცაა მაგალითად საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ან გაწეული პროფესიული სერვისების დასაბუთება და დოკუმენტირება, მონაცემთა დამუშავების პროცესი სრულად ხვდება კანონიერი ვალდებულების შესრულების ჩარჩოებში.

თუ პერსონალური მონაცემები მუშავდება ამ ქვეთავში მოცემული სხვა რომელიმე მიზნით, ჩვენ დავეყრდნობით ლეგიტიმურ ბიზნეს ინტერესებს (მაგალითად მომსახურების გაწევა) ან მონაცემთა სუბიექტის თანხმობას, თუ მას ამისთვის მივმართავთ.