მომწოდებლები (მათ შორის ქვეკონტრაქტორები და ჩვენს მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული ფიზიკური პირები)

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ ჩვენი მომწოდებლების (მათ შორის ქვეკონტრაქტორები და ჩვენს მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული ფიზიკური პირები) პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ ვმართოთ ურთიერთობები, ხელშეკრულებები, მივიღოთ მომსახურება მომწოდებლებისგან და სადაც საჭიროა გავუწიოთ პროფესიული სერვისები ჩვენს დამკვეთებს.

ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • პროფესიული მომსახურების გასაწევად - ბიდიო დამკვეთებს სთავაზობს ფართო სპექტრის პროფესიულ სერვისებს (გადადით ბმულზე მეტი ინფორმაციისთვის). ჩვენი ზოგიერთი სერვისი მოითხოვს პერსონალური მონაცემების დამუშავებას კონკრეტული კონსულტაციის გაწევის ან შეთანხმებული შედეგის მისაღწევად. მაგალთად, ჩვენ ვამოწმებთ სახელფასო უწყისებს, როგორც აუდიტის პროცესის ნაწილს
  • ჩვენი ბიზნესის და მომსახურებების ადმინისტრირების, მართვისა და გავითარებისთვის - ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს ბიზნესის სათანადო წარმოებისთვის, მათ შორის: დამკვეთებთან ურთიერთობების მართვისა და ჩვენი ბიზნესისა და სერვისების განვითარებისთვის
  • მომსახურებების მისაღებად

თუ ამ ქვეთავში განხილული პერსონალური მონაცემების დამუშვება აუცილებელია ისეთი ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებისთვის, რომლის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი და დამუშავების ოპერაციები აუცილებელია იმისათვის, რომ სუბიექტი წარმოადგენდეს მომსახურების მიმღებ მხარეს, მონაცემთა დამუშავების პროცესი სრულად ხვდება კანონიერი ვალდებულების შესრულების ჩარჩოებში.

იმ შემთხვევაში, როცა ვასრულებთ კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როგორიცაა მაგალითად საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ან გაწეული პროფესიული სერვისების დასაბუთება და დოკუმენტირება, მონაცემთა დამუშავების პროცესი სრულად ხვდება კანონიერი ვალდებულების შესრულების ჩარჩოებში.

თუ პერსონალური მონაცემები მუშავდება ამ ქვეთავში მოცემული სხვა რომელიმე მიზნით, ჩვენ დავეყრდნობით ლეგიტიმურ ბიზნეს ინტერესებს (მაგალითად მომსახურების მიღება, მომსახურების გაწევა, ჩვენი ბიზნეს, უსაფრთხოების, ხარისხისა და რისკების მართვის აქტივობების ადმინსიტრირება, მართვა და განვითარება) ან მონაცემთა სუბიექტის თანხმობას, თუ მას ამისთვის მივმართავთ.