აპლიკანტები

ეს ნაწილი ეხება ყველა ტიპის აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მონაცემებს გამოცხადებული ვაკანსიისთვის. ბიდიო მოქმედებს, როგორც „მონაცემთა განმკარგველი“.

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ შემდეგი კატეგორიის ინფორმაცია თქვენს შესახებ:

  • პერსონალური დეტალები, როგორიცაა სახელი და ტიტული
  • საკონტაქტო მონაცემები, როგორიცაა ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი
  • ინფორმაცია თქვენი კვალიფიკაციის, უნარების, გამოცდილებისა და დასაქმების ისტორიის შესახებ

ამ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა გზებით შეგვიძლია. მაგალითად, ამოვიღოთ სააპლიკაციო ფორმიდან, CV ან რეზიუმედან, თქვენი პასპორტიდან ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტიდან, ან ჩავიწეროთ ინტერვიუს მიმდინარეობისა ან სხვა ფორმის შეფასებითი ხასიათის შეხვედრიდან.

ჩვენ შესაძლოა მოვაგროვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე მხარისაგან, მაგალითად რეკომენდაციის მიღებისას ყოფილი დამსაქმებლისგან.

ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონით დაშვებულ შემთხვევებში რეკრუტმენტის პროცესის მართვის, შეფასებისა და თქვენი დასაქმებისთვის შესაბამისობის დადგენის დროს.

ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი კონტრაქტის გაფორმების დროს.

თუ თქვენი აპლიკაცია წარუმატებელი იქნა, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევინახოთ თქვენი პირადი ფაილი იმ სამომავლო შემთხვევებისთვის, როცა თქვენი კანდიდატურა შესაძლოა შესაფერისად ჩაითვალოს სხვა ვაკანსიის შემოთავაზებისთვის.