• გლობალური ქსელი

გლობალური ქსელი

ბიდიო არის გლობალური ქსელი, სადაც  88,120 პროფესიონალი კადრი 167 ქვეყნისა და ტერიტორიის  1,809 ოფისში კლიენტებს უწევს კონსულტაციებს აუდიტორული, საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიული მიმართულებით. 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბიდიოს საერთო შემოსავალმა $ 9,6 მილიარდი შეადგინა.

ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი მომსახურების ხარისხს და ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას ჩვენს წარმატებაში. როგორც ქსელი, ჩვენ, ყოველთვის, თავს ვალდებულად ვთვლით, კლიენტისთის უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიგვეწოდებინა და 2012 წელს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლიენტთა განსაკუთრებული მომსახურების ჩვენეული განმარტება, რომელმაც შემდეგნაირად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ხედვასა და მისიაში: ვიყოთ ლიდერები კლიენტებისათვის გამორჩეული მომსახურების მიწოდებაში. მომსახურების მაღალი ხარისხის ცნება ჩართულია ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ და იგი გაცნობიერებული აქვს ჩვენს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ცდილობენ თავისი ყოველდღიური საქმიანობა, სწორედ ამ ხედვის შესაბამისად წარმართონ.