მისია და ფასეულობები

ბიდიოს მისიაა, ცოდნით და გამოცდილებაით შექმნას კეთილდღეობა საზოგადოებისთვის.

ჩვენი მისია განსაზღვრავს:

  • როგორ მიგვაქვს ჩვენი ცოდნა და გამოცდილება კლიენტებთან გამორჩეული მომსახურების და ურთიერთობების გზით მათი ბიზნესის წარმატებისთვის
  • როგორ პირობებს ვუქმნით ჩვენს ხალხს განვითარების, წინსვლისა და პეროსნალური კმაყოფილებისთვის
  • რა ამოცანებს ვისახავთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევაში ჩვენი წვლილის შესატანად

ბიდიოს ფასეულობები განსაზღვრავს, როგორ ვმუშაობთ კომპანიის მისიის შესასრულებლად ყოველდღე. ისინი ეფუძნება უმაღლეს ეთიკას სამუშაო პროცესსა და ურთიერთობებში, და დიდ წილად განსაზღვრავს ბიდიოს, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ორგანიზაციის პრინციპებს.
 

ადამიანი, როგორც პრიორიტეტი. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინდივიდუალობას და პიროვნულ რეალიზაციას სამსახურში; ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც კომფორტი, ჩართულობა, გუნდური მუშაობა და ურთიერთობები არსებითი მნიშვნელობისაა. გამორჩეულობა იწყება შიგნიდან. ურთიერთობების კულტურაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და გულისხმიერება ბიდიოს ხალხის დამახასიათებელი თვისებებია. ჩვენ ვმუშაობთ თავდაჯერებულად, ვმოქმედებთ საჭირო მოქნილობით და თავისუფლებით, რის საშუალებასაც სათანადო ცოდნა და სწორი დამოკიდებულებები გვაძლევს. ეს დგას ყველასგან განსხვავებული სერვისის პროცესის მიღმა.

პროფესიონალიზმი. ბიდიო განუხრელად იცავს პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტს კოლეგებთან, კლიენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაში,  ჩვენ ვფლობთ საუკეთესო ცოდნას და უნარ-ჩვევებს და მუდმივად ვმუშაობთ მათი განვითარებისთვის, არსებით მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიულ სერტიფიცირებას. იყო ბიდიოს პროფესიონალი, განურჩევლად პოზიციისა და როლისა კომპანიაში, ნიშნავს იყო საქმის ექსპერტი და ეთიკური ქცევის სტანდარტების ერთგული, იჩენდე გულისხმიერებას და პატივისცემას სხვების მიმართ მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებთ, ასრულებდე დანაპირებს, ხშირად აჭარბებდე მოლოდინს და აღიქმებოდე სანდო, საიმედო პარტნიორად საქმესა და ურთიერთობებში.

ბიზნეს ეთიკა. ბიდიო ბიზნეს ეთიკის ფუნდამენტური სტანდარტების ერთგულია - პატიოსან, სამართლიან მუშაობას და თანამშრომლობას მესამე მხარეებთან ჩვენთვის ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი პრინციპია პირდაპირი და გულწრფელი დამოკიდებულებები პროფესიონალურ და საქმიან ურთიერთობებში, ობიექტურობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ მიკერძოებას, ინტერესთა კონფლიქტს და არასასურველ გავლენებს ან ზემოქმედებას სხვების პროფესიულ ან საქმიან მსჯელობაზე, და აღებული პასუხისმგებლობის სრულყოფილი შესრულება ყოველთვის და ყველას წინაშე.

მუდმივი განვითარება ცვლილებების და ინოვაციების კვალდაკვალ. დღევანდელ კომპლექსურ და დინამიურ სამყაროში კლიენტს სამართლიანი მოლოდინი აქვს, რომ მისი ბიზნეს მრჩეველი ფეხს აუწყობს სიახლეს და ყოველთვის მზადყოფნაში იქნება, დროულად და სწორად გამოიყენოს ის კლიენტის ბიზნესის წარმატებისთვის. ეს ეხება პროფესიაში თანამედროვე, აქტუალური ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკების და ტენდენციების მუდმივ ძიებას, ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისებას და გამოყენებას ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტებისთვის ჩვენს საქმეში და ა.შ. მუდმივი დახვეწა გამოცდილების მიხედვით, უწყვეტი სწავლა, პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარება და პიროვნული ზრდა ბიდიოსთვის ხასიათის თვისებებია.