BDO-ს ონლაინ რესურსები COVID 19-ის კრიზისის საპასუხოდ
02 აპრილი 2020
კორონავირუსის პანდემია მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელ საფრთხედ იქცა, მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზიანის დათვლა კი ჯერჯერობით შეუძლებელია. ამ პირობებში ბიზნესსექტორისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული რჩევებისა და განმარტებების გაზიარება, ასევე იმ სერვისების შეთავაზება, რომელიც მოწოდებულია მაქსიმალურად გამოხატოს მხარდაჭერა ბიზნესის მიმართ საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში გასაგრძელებლად და ეფექტიანობის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად.
რადგან მოცემულ სიტუაციაში ვებზე განთავსებულმა ინფორმაციამ თავისი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ფასეულობა შეიძინა, COVID 19-თან დაკავშირებული კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ შევქმენით მნიშვნელოვანი ონლაინ რესურსები.
კომპანიის საიტზე დაემატა სპეციალური გვერდი, რომელიც საინტერესო პუბლიკაციებს, შეფასებებსა და მასალებს აერთიანებს. რესურსი მუდმივად ახლდება აქტუალური და სასარგებლო ინფორმაციით ბიზნესისა და საზოგადოებისთვის.
ქართულენოვანი ინტერაქტიული დაშბორდებით, BDO-ს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების მიერ ასევე შეიქმნა ვებგვერდი covdata.ge, რომელზეც წარმოდგენილია Covid 19-ის სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, BDO აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და აზიარებს საინტერესო პუბლიკაციებს, კვლევებსა და პროგნოზებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ BDO-ს ანტიკრიზისულ ჰაბს, რომელიც აერთიანებს ქსელის წევრი ფირმების მიერ შექმნილ საინტერესო ონლაინ პლატფორმებს.
ყველა ეს ინფორმაცია თავმოყრილია ჩვენს სპეციალურ გვერდზე, რომელიც ვიმედოვნებთ, სასარგებლო იქნება თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის.