This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

14 მარტი 2020

კორონავირუსთან (COVID19) დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, BDO-მ გადაწყვიტა მიმართოს აუცილებელ ზომებს ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკის შესამცირებლად. ამ ეტაპზე კომპანიის უმთავრესი ამოცანაა ჩვენი თანამშრომლების და მათი ოჯახების, ჩვენი დამკვეთების, პარტნიორების და საზოგადოების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა.  დღეს ყველანი ამ სირთულის წინაშე ერთად ვდგავართ.

ყველა დაკავშირებულ მხარესთან აღებული პასუხისმგებლობის შესრულების და საქმიანობის პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებისთვის BDO-ში დროებით ვცვლით მუშაობის პროცესს: 

  • თანამშრომლები გადაგვყავს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე 

  • ვზღუდავთ კლიენტების ვიზიტებს ჩვენს ოფისში 

  • მაქსიმალურად ვზღუდავთ ჩვენი თანამშრომლების ვიზიტებს დამკვეთებთან 

დისტანციური მუშაობისთვის ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებით, რომ შეუფერხებლად შეძლონ მომსახურების გაწევა დამკვეთებისთვის. 

კომპანია აკეთებს რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას, რომ ყველა პროექტი შესრულდეს დაგეგმილ ვადებში. ვიტოვებთ მხარდაჭერის იმედს ჩვენი დამკვეთებისგან, რომ მათი მხრიდანაც იქნება მზაობა დროებით, სიტუაციის გაუმჯობესებამდე ვიმუშაოთ ამგვარი რეჟიმით.  

ჩვენ, როგორც ყველა, ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და მივყვებით ყველა აუცილებელ მითითებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, რომ შევაფასოთ მდგომარეობა ოპტიმალური პერიოდულობით და მზად ვიყოთ დროული რეაგირებისთვის.  

იმედი გვაქვს, მუშაობის ჩვეულებრივ, მშვიდობიან რეჟიმში დაბრუნებას ახლო მომავალში შევძლებთ.