BDO Solutions რეგიონების განვითარების პროექტში ჩაერთო

11 თებერვალი 2019

BDO Solutions და  USAID - პროექტი ზრდა საქართველოში  რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორების განვითარებისთვის თანამშრომლობენ.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებსა და მათთან სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ  50%-იანი თანადაფინანსებით დანერგონ ჩვენი პროგრამული პროდუქტები.

პროექტის მიზანია საწარმოების თანამედროვე, ბიზნეს საქმიანობისათვის სპეციფიკური  სააღრიცხვო პროგრამებით აღჭურვა, რაც  საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების, გაყიდვების ზრდისა და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

ამისათვის პროექტში ჩვენი სამივე პროგრამული პროდუქტით ვერთვებით - ბალანსი, 1C ERP, SAP Business One. ჩვენი პროგრამებით ბიზნესი შეძლებს საწყობების სრულყოფილ მართვას, წარმოების პროცესის აღრიცხვასა და კონტროლს, რესურსების ოპტიმიზაციას და მიიღებს ანალიტიკას სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

მასპინძლობის სექტორის მიმართულებით, პროექტში ჩართულია ლივინგსტონის პროგრამა არეალი, რომელიც შექმნილია სასტუმროების საოპერაციო მართვისთვის და ინტეგრირებადია BDO Solutions-ის მინი და კომპლექსურ ERP სისტემებთან.

თუ თქვენ:

  • ფლობთ მცირე ან საშუალო საწარმოს, რომელიც ოპერირებს საქართველოს რეგიონებში: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი
  • წარმოადგენთ კომპანიას, რომელიც საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებში იმყოფება ზემოხსენებულ საწარმოებთან, მიუხედავად თქვენი ლოკაციისა
  • და საქმიანობთ ტურიზმის, მეხილეობა, კენკრის მოყვანა, მებოსტნეობა, თაფლი და მეფუტკრეობის მიმართულებით. ან  დაკავშირებული ხართ ამ ტიპის საწარმოებთან - მაგალითად, უწევთ სატრანსპორტო მომსახურებას.

მაშინ, გაქვთ შესაძლებლობა მოიპოვოთ თანადაფინანსება და მნიშვნელოვანი შეღავათით მიიღოთ თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა.

ჩვენ მზად ვართ გიპასუხოთ კითხვებზე ჩვენი პროგრამული პროდუქტებისა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე

დაგვირეკეთ  +995 595 05 46 40 ან შეავსეთ მოცემული ფორმა