BDO-ში პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის მიმართულებას ირმა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

07 ივნისი 2019

თანამედროვე ბიზნესის განვითარებისთვის ციფრული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც ბიზნეს პროცესების, ახალი ტექნოლოგიებისა და ადამიანების განვითარების მიმართულებით შესაბამის ცვლილებებს საჭიროებს.  ჩამოთვლილთაგან თითოეულის  ციფრული ტრანსფორმირება მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და კვალიფიციურ მხარდაჭერას პროფესიონალების მხრიდან. სწორედ ამ საქმეს ემსახურება BDO-ში პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის მიმართულება, რომელსაც ირმა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს.  

ირმას საბანკო სექტორში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში იგი სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ლინ ტრანსფორმაციის კოორდინატორი, IT პორტფოლიოს მენეჯერი და ეჯაილ ქოუჩი. აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და არის საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. ფლობს Lean 6sigma მწვანე ქამარს. არის სერტიფიცირებული Scrum Master-ი. წარმატებით აქვს გავლილი ACCA-ის რამდენიმე წიგნი.  

„ალბათ ზედმეტი იქნება ვისაუბრო იმაზე, რომ წარმატების საფუძველი საკუთარი მიზნის სწორი ფორმულირებაა. მას შემდეგ, რაც BDO-ს პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი გავხდი, შევძელი რომ  ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზნისთვის ზუსტი სახელი დამერქმია. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენ გუნდთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მსხვილ ბიზნესპროცესებში გარდამტეხი როლის შესრულებას შევძლებ“, ამბობს ირმა ბერძენიშვილი.  

ბიზნეს პროცესების დახვეწასა და ეფექტურობის ზრდას კომპანიებში ლინ მენეჯმენტი უზრუნველყოფს. ლინი არის ოპერაციული მართვის მეთოდოლოგია, რომელიც კომპანიას  საშუალებას აძლევს  დანაკარგების შემცირების გზით მოახდინოს კლიენტისთვის ღირებულების ზრდა. ლინ მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაკარგი ინტელექტუალური დანაკარგია, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ადამიანი დაკავებულია რუტინული დავალებების შესრულებით, რომელიც არ მოითხოვს ინტელექტს. RPA-Robotic Process Automation-ი კომპანიას ეხმარება ისეთი პროცესების ავტომატიზებაში, რომელიც ამ რუტინასთან არის დაკავშირებული, რაც კლიენტებს ადამიანურ რესურსს გამოუთავისუფლებს.   

პროცესების ანალიზისთვის კიდევ ერთი ინოვაციური ტექნოლოგია process mining-ია, რაც  IT სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით კლიენტებს სთავაზობს პროცესების ვიზუალიზაციას. ეს არის 100%-ით გამჭვირვალე და არსებულ მონაცემებზე დაფუძნებული  საუკეთესო ინფორმაციის წყარო ციფრულ კონსულტირებაში, რომელიც BDO-ს ეხმარება კომპანიებს  დაანახოს პოტენციური შესაძლებლობები და დაეხმაროს მიაღწიონ სასურველ შედეგებს.  

BDO აქტიურად ავითარებს ახალ სერვისებს, რომელიც კლიენტებს ბიზნესის ტრანსფორმაციით გამოწვეული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების საშუალებას აძლევს. პროცესების ეფექტურობის და ტრანსფორმაციის მიმართულება BDO-ში დიჯიტალიზაციის ტალღის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც  მონაცემთა ანალიტიკისა და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების  სერვისებთან ერთად, BDO-ს კლიენტებს ბიზნესის განვითარების მათზე მორგებულ, ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს. 

BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი: „თანამედროვე მსოფლიო სწრაფი ტემპებით იცვლება და ციფრული ტრანსფორმაცია ის მექანიზმია, რომელიც კომპანიებში მნიშვნელოვანი მიმართულებების სრულყოფისთვის გამოიყენება. BDO-ს უმთავრესი მიზანია ინოვაციური სერვისების განვითარება და კომპანიების დახმარება - უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით მიაღწიონ ბიზნეს პროცესების ეფექტურობას, ხარჯების ოპტიმიზაციას, შემოსავლების ზრდას, თანამშრომლებისა და მათი კლიენტების კმაყოფილებას. მოხარული ვართ, რომ ირმა ბერძენიშვილი BDO-ს გუნდის წევრია და დარწმუნებული ვართ, რომ მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ძალიან დაეხმარება ჩვენს კლიენტებს სისრულეში მოიყვანონ მათი ამბიციური ბიზნეს იდეები“.