მორიგი რეკორდული წელი ბიდიოს ქსელის კორპორაციული ფინანსების მიმართულებისთვის

31 იანვარი 2019

ეკონომიკური და პოლიტიკური რყევების მიუხედავად, გასულ წელს ბიდიომ 1440 პროექტი წარმატებით დაასრულა. ეს იყო კიდევ ერთი რეკორდული წელი, რომლის განმავლობაშიც 81.4 მლრდ დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო.

გარიგებების მოცულობა 2017 წელთან შედარებით 20%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო გარიგებების ღირებულების ზრდის მაჩვენებელმა 50% შეადგინა.

წამყვანმა ანალიტიკურმა გამოცემამ Mergermarket 2018 წლის რეიტინგში ბიდიო, როგორც Transaction Services adviser-ი, უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-4 ადგილზე განათავსა. პარალელურად, Thomson Reuters-ის პრესტიჟულ რეიტინგში ბიდიო M&A Financial Adviser-ის რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა.

უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, გარიგებების რიცხვი პირდაპირი ინვესტიციებით თითქმის 60%-ით 334-დან (2017) 522-მდე (2018) გაიზარდა. ბიდიოში ამბობენ, რომ კერძო ინვესტიციები ბაზარზე პოზიციებს გაიმყარებს, ხოლო გარიგებების ნაკადი 2019 წელს უფრო გაძლიერდება.

ბიდიოს M&A,  ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისებისა და შეფასების გუნდების გამოცდილებით, გარიგებებიდან პროპორცილად ყველაზე მეტი ტექნოლოგიებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ჯანდაცვაში, წარმოებასა და ინჟინერიის ინდუსტრიებში შედგა.

„ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შთამბეჭდავი წელი ჩვენი ქსელის ფირმების მეშვეობით. განვაგრძობთ ინვესტირებასა და გუნდების განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობისა, კომპანიები მოწოდებული არიან დაასრულონ გარიგებები და მიყვნენ თავის მიზანს ზრდასთან მიმართებაში. ჩვენი გლობალური შედეგი დასტურია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია კლიენტებს შევთავაზოთ ის ცოდნა და ინფორმაცია ბაზრის შესახებ, რომელსაც ისინი მოითხოვენ სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ან ჰქონდეთ სურვილი რომ იყონ“, აცხადებს BDO Global-ის კორპორაციული ფინანსების ქსელის თავმჯდომარე სტეფენ იუბი (Steffen Eube).