კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიდიომ თბილისში 2000 ხე დარგო

07 მაისი 2019

დღეს თბილისში მასშტაბური გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ბიდიომ, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოსთან" და თბილისის მერიასთან ერთად, 2000 ხე დარგო.

„ბიდიოსთვის უკვე ტრადიციად იქცა წვლილის შეტანა ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მწვანე საფარის განახლებაში. წელს ჩვენ საქმიანობის 20 წელი გვისრულდება, რის გამოც დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ ამ თარიღს დავუკავშირეთ და გადავწყვიტეთ დედაქალაქისთვის 2000 ხე გვეჩუქებინა. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში", აცხადებს ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

„დღევანდელი გამწვანების აქცია ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. სასიხარულოა, რომ ბიზნესი აქტიურადაა ჩართული დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ეს ღირებულება ნამდვილად გვაერთიანებს ბევრ კომპანიას საქართველოში“, დასძენს ბიდიოს პარტნიორი და აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ჟუჟუნაშვილი.

გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე, ვარკეთილში, ვიქტორ კუპრაძისა და ზედგინიძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ შესრულდა. ნერგები ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა და პატრიარქის ნათლულებმა დარგეს.

ნახეთ ფოტოები ღონისძიებიდან.