This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

ბიდიო: RICS-ის საერთაშორისო სტანდარტები ბიზნესის შეფასების მომსახურებაში

11 აპრილი 2019

მიმდინარე წლის 5 აპრილიდან ბიდიოს კორპორაციული ფინანსების გუნდის წევრები - ხელმძღვანელი და პარტნიორი მაია ხაჩიძე და მენეჯერი გვანცა დევრისაშვილი RICS-ის (Royal Institution of Chartered Surveyors) წევრები არიან და MRICS-ის სტატუსით სარგებლობენ. საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის წევრობა ბიდიოში დამკვიდრებულ  გამორჩეული მომსახურების კულტურასთან ერთად, პროფესიული და ეთიკური კომპეტენციის უმაღლეს სტანდარტს ქმნის ბიდიოს ყველა კლიენტისთვის.

„ვიყოთ RICS-ის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ უახლესი ინფორმაციით, რეკომენდაციებითა და ტექნოლოგიებით. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომსახურების აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება დაგვეხმარება ბიზნესის შეფასების პროცესი გავხადოთ უფრო მრავალმხრივი, რაც ნათლად აგრძნობინებს კლიენტს, რომ ის საიმედო ხელშია“, ამბობს მაია ხაჩიძე.

RICS-ი გლობალური პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც მიწის, ქონებისა და სამშენებლო სექტორებში მოღვაწე პროფესიონალებს აკრედიტაციას ანიჭებს. ორგანიზაციის მიზანს პროფესიული საქმიანობის ძირითადი სტანდარტისა და რეგლამენტის შემუშავება, ასევე მომხმარებლების ინტერესების დაცვა წარმოადგენს.