• ბიდიომ 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა

    გლობალურმა შემოსავალმა 9.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ბიდიოს სტრატეგია წლიდან წლამდე აჩქარებს კომპანიის ფინანსურ ზრდას, 2019 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები 9.6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს

05 დეკემბერი 2019

  • გლობალური შემოსავლის 10.1%-იანი ზრდა: 2018 წლის 8.3%-იანი ზრდის შემდეგ გაზრდილი მაჩვენებელი ადასტურებს ბიდიოს, როგორც სფეროში ყველაზე სწრაფადმზარდი კომპანიის პოზიციას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში
  • აქცენტი ლიდერობის ამბიციაზე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ორგანულ ზრდასა და ძლიერ პოზიციას M & A-ის მიმართულებით
  • ბიდიოს 88,000+ პროფესიონალი თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებს მომავალზე ორიენტირებული ტექნოლოგიებს, რაც ციფრული აზროვნების, ანალიზისა და უნარჩვევების გამოყენებით სრულიად გარდაქმნის ბიდიოს მომსახურების მიდგომას
  • ინოვაციური მიდგომა უზრუნველყოფს ბიზნესის ეფექტურობასა და ქმნის გამორჩეულ ღირებულებას კლიენტებისთვის
  • ფოკუსირებული მარკეტინგული ძალისხმევა და სტრატეგიული მიდგომა M & A-ის მიმართულებით ბიდიოს აქცევს ლიდერად თავის ბაზარზე.

* მუდმივი გაცვლითი კურსით

ბრიუსელი, 5 დეკემბერი, 2019 წელი: ბიდიომ 2019 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 9.6 მლრდ აშშ დოლარი / 8.5 მლრდ ევრო შეადგინა, რითაც წლიდან წლამდე მუდმივი გაცვლითი კურსით 10.1%-იანი ზრდა აჩვენა (+12.8% ევროში; +6.9% აშშ დოლარში).

გასული წლის ბოლოს ბიდიოს გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა კიტ ფარლინგერმა (Keith Farlinger) განაცხადა, რომ მისი მისწრაფებაა, ბიდიო ლიდერობის კონცეფციაზე ფოკუსირებით  (It’s time for BDO to lead) მოიაზრებოდეს, როგორც ადამიანის ცოდნასა და უნიკალურ უნარებზე დაფუძნებული ინოვატორი ფირმა, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ სიკეთეს ყოველდღე. ის თავად ამბობს, „ჩემი ამბიციაა ბიდიო წარმოადგენდეს ლიდერების გლობალურ ორგანიზაციას. ჩვენ ერთი კომპანია ვართ, გაერთიანებული საერთო მიზნისთვის“.   

2019 წელს ბიდიოს ქსელის ყველა ფირმა აქტიურად იზიარებს გლობალურ მისწრაფებას და ყოველდღიურ საქმიანობაში მოქმედებს მის შესაბამისად. ბიდიოს ფუნდამენტური მიზანი კარგად არის გამოხატული კომპანიის მისიაში (WHY) და ასევე კონცეფციაში ადამიანები ადამიანების დასახმარებლად (People helping people achieve their dreams). ეს ყველაფერი სწორად გამოხატავს თუ როგორ მუშაობენ ბიდიოელები თავის კლიენტებთან, როგორ უჭერენ მხარს კოლეგებს და ურთიერთობენ საზოგადოებასთან.

მტკიცედ განსაზღვრული მისიის უპირატესობა კარგად არის გამოხატული თანამშრომლების რაოდენობის დინამიურ ზრდაში. მიმდინარე წელს ბიდიოს თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა 10%-ით 88’120 კადრამდე. მსოფლიოს მასშტაბით, 1’809 ოფისში მომუშავე ადამიანები ყოველთვის ხელმისაწვდომი არიან კლიენტების მხარდასაჭერად მათი ზრდის გათვალისწინებით და ყველგან, სადაც კლიენტი ბიზნესს აწარმოებს.

მიმდინარე მდგომარეობით, ბიდიო წარმოდგენილია 167 ქვეყანაში, სადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონი ყველაზე ფართოა 52.7%, მას მოსდევს EMEA 34.9% და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი 12.4%. შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება ყველა რეგიონში, სადაც ბიდიოა წარმოდგენილი. შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (+15,7%), ასევე კარგი შედეგი აქვს EMEA-ს რეგიონს (+12,9%). აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კი რიგ ფირმებს აქვთ ზრდის მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებლები, მაგალითად ბიდიოს პაკისტანში (+38%), ბიდიოს ინდოეთსა (30%) და ბიდიოს ინდონეზიაში (+21%).

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება ბიდიოს ყველაზე ფართო სერვისია, რომლის წილიც შემოსავლის 42.4%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის შედეგებზე მცირეა, მაშინ როცა ბიზნეს კონსულტაციებისა და სერვისების აუთსორსინგის მიმართულებებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მათი კონტრიბუცია 21.2% და 15.4%-ით. შემოსავალის ხვდერითი წილი საგადასახადო მიმართულებიდან, შარშანდელის მსგავსად, შეადგენს 21.1%-ს.

სტრატეგიული მიდგომა, რომელმაც ბიდიოს შემოსავლის ზრდა განაპირობა:

ლიდერობა ჩვენს ბაზრებზე

ბიდიოს ქსელის ფირმები მივისწრაფვით ლიდერობისკენ ჩვენს ბაზრებზე და რადგან აღნიშნული ბაზრები წარმოადგენს ციფრული ტრანსფორმაციის არეალს, ვთავაზობთ ახალ, ციფრულ გადაწყვეტილებებს. ეს ბიდიოს საშუალებას აძლევს უფრო მეტი შესაძლებლობა შეუქმნას თავის კლიენტებს.

აღნიშნული მიდგომა გამყარებულია სტრატეგიული გაერთიანებებითა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნეს შენაძენით, მაგალითად კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული გადაწყვეტილებების მიმართულებით. ბიდიოს ფირმებმა ავსტრალიასა და ბელგიაში ძალიან თამამი ნაბიჯები გადადგეს მომავლის სერვისების (future-fit) შესაძენად. მიმდინარე წელს განხორციელდა ბიდიოს ავსტრალიის მიერ კომპანია Consolid8-ის შეძენა, რომელიც არის ქლაუდ ბუღალტერიისა და ბიზნეს კონსულტაციების კომპანია, ასევე აღსანიშნავია ბიდიო დიდი ბრიტანეთისა და Moore Stephens-ის გაერთიანება. გარდა ამისა, ბიდიო აშშ ქსელის უმსხვილესი წევრია, რომელმაც ატლანტაში შეიძინა საბაჟო და სავაჭრო კომპანია Global Trade Strategies Inc, ხოლო ნიუ-იორკში საკონსულტაციო და ტექნოლოგიური ფირმა Lootok. შედარებით უფრო მცირემასშტაბიანი შეძენა განხორციელდა ქსელის სხვა წევრების მიერ, მათ შორის აღსანიშნავია ბიდიოს მიერ გრანდ თორნთონის შეძენა სამხრეთ აფრიკაში.

ცალკეული ფირმის ძლიერმა ორგანულმა ზრდამ ასევე იქონია გავლენა ადგილობრივ ბაზრებზე ყველა რეგიონში. მაგალითად, ავსტრალიაში, ჩილეში, ლიტვაში, ნიდერლანდებში, პერუში, რუმინეთში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში, სადაც ბიდიოს ფირმებმა ორმაგი ზრდა აჩვენეს.

ლიდერობა ინოვაციებში

ბიდიო ინოვაციებს განიხილავს, როგორც ღირებულების მამოძრავებელ ძალას კლიენტებისთვის ბიზნესის ეფექტურობისა და შემოსავლის გასაზრდელად. ბიდიოს ინოვაციური კულტურა გაამყარა ქსელის გამორჩეულმა პროექტმა BDO Innovation Hub, რომელიც წაახალისებს ინოვაციურ პროექტებს და ხელს უწყობს თანამშრომლობას. ჰაბმა დააჩქარა ისეთი ახალი იდეებისა და პროდუქტების, მომსახურებისა და ინსტრუმენტების შემუშავება, რომელიც სარგებლის მომტანია როგორც კლიენტების, ისე ბიდიოს ქსელის ფირმებისთვის.

ქსელის ფირმებისთვის ხელმისაწვდომ ინოვაციებს შორის მნიშვნელოვანია მაგალითად დანიური ფირმის ინსტრუმენტი BDO Business Inspection, რომელიც კომპანიებს ეხმარება გაერკვნენ შემოსავლების რამდენად დიდ ნაწილს ხარჯავენ ხელფასსა და ადმინისტრაციულ ხარჯებში, ასევე როგორია მათი ხარჯების შეფარდება კონკურენტებთან. Tycoon შემუშავდა ბიდიოს მიერ ახალ ზელანდიაში და დაამტკიცა თამაშის ელემენტების სასარგებლო გამოყენება დამსაქმებელის ბრენდინგის და რეკრუტინგის სფეროში. ამჟამად ფირმა მუშაობს ქლაუდზე დაფუძნებული ბიზნეს სიმულაციის თამაშის გამოშვებაზე ქვეყნის 370 სკოლისთვის. თამაშს ექნება მობილური  აპლიკაცია. ბიდიო ნიდერლანდების Security Sensor-ი განკუთვნილია კლიენტებისთვის და წარმოადგენს კიბერსაფრთხეების მძლავრ შემაკავებელს, მისი გამოყენება შეიძლება როგორც ვირტუალურად, ისე ფიზიკურად კლიენტ კომპანიაში ნებისმიერ დონეზე.

ბიდიოს ინოვაციური პროგრამების ბრწყინვალე მაგალითია პროგრამული პროდუქტი APT Next Gen. Microsoft-თან თანამშრომლობით ბიდიომ შექმნა გლობალური, უსაფრთხო პლატფორმა. APT NG მოიცავს ყველა ციფრულ პროცესს, მეთოდოლოგიასა და დაკავშირებულ პლატფორმებს, რათა უპასუხოს ბიდიოს პარტნიორებისა და მათი კლიენტების მოთხოვნებს. ეს მათ აძლევს ახალ შესაძლებლობას რომ ერთად იმუშაონ ინტერაქტიულ რეჟიმში. მოცემული მდგომარეობით, +/- 22,500 უნიკალური იუზერი უკვე გადავიდა ამ პლატფორმაზე, მათ შორის 14,500-მა ისარგებლა მისით უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. ასევე უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში APT-მა შეიმუშავა 1,291-ზე მეტი მოთხოვნა. ამ დროისთვის მისი მომხმარებლების რაოდენობა შეადგენს 55,000-ს, მეხსიერება დოკუმენტებისთვის 603 ტერაბაიტს, ხოლო 52 TB-ს მონაცემთა ბაზებისთვის. თავის მხრივ Microsoft-ის მიერ APT Next Gen შემუშავდა თანამედროვე, ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც ბიდიოს საშუალებას აძლევს გააძლიეროს კავშირი ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ბაზებს შორის აუდიტის კონტექსტში: „ბიდიოს APT Next Gen-ი არის ნამდვილი ციფრული ტრანსფორმაცია მოქმედებაში. ეს არის გლობალური პლატფორმა, ადაპტირებადი, მოქნილი, ქლაუდ ტექნოლოგიითა და ანალიტიკით თავის საფუძველში“, აცხადებს კრისტინ ჯონსენი (Kristin Johnsen), Microsoft-ის  სერვისების კორპორატიული ვიცე პრეზიდენტი.

თანამედროვე ტექნოლოგიებზე შემუშავებული APT და ბიდიოს სხვა პლატფორმები, როგორიც არის Global Portal და Digital Suit ზრდის ეფექტურობას, ოპტიმიზაციას უკეთებს მონაცემთა გაცვლას და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ციფრულ გამოცდილებასა და მონაცემთა ანალიზის ფართო შესაძლებლობებს.

მომავლის პროფესიონალები                                 

ბიდიოს ხალხი გამორჩეულია და შეუძლია მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ შეცვალონ ყველაფერი, რასაც თავისი საქმით შეეხებიან. ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ უკეთ მოემსახურონ და მეტი ღირებულება შეუქმნან კლიენტებს. ბიდიოს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ქსელის 88,000-ზე მეტი თანამშრომლის ციფრულ ინტელექტზე (DQ), მხოლოდ არა ადამიანის ინტერაქციის უგულებელყოფით. ბიდიოს განასხვავებს მიდგომა, რომელიც ციფრულ უნარებს აერთიანებს ნდობაზე აგებულ ურთიერთობებსა და კლიენტების საჭიროების სიღრმისეულ ანალიზთან. ბიდიოს თანამშრომლები იზიარებენ საერთო მიზანს, რაც გულისხმობს პროაქტიული ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და დამატებითი ღირებულების შექმნას კლიენტებისთვის.

კიტ ფარლინგერი აცხადებს: „მიმდინარე წელს ბიდიოს ქსელის ყველა ფირმამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ საერთო გლობალური მისწრაფების გაზიარების მნიშვნელობა იმისთვის, რომ კლიენტებს პროაქტიულად დავეხმაროთ მომავლის გადაწყვეტილებების მიღებასა და გამოყენებაში. კლიენტებთან და ერთმანეთთან ურთიერთობის და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნით, ჩვენ თავად ვქმნით ბიდიოს მომავალს და მომავლის ბიდიოს“.


1 მოიცავს ბიდიოს ექსკლუზიურ ალიანსებს