ბიდიოს ახალი რეპორტი: გლობალური შესაძლებლობები რელოკაციისთვის 2018 ეხმარება ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში

09 იანვარი 2019

ბიდიომ მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო რეჟიმის მიმოხილვა წარმოადგინა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მზადდება და ეხმარება ადამიანებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მაშინ, როცა გეგმავენ რელოკაციას.

გლობალური შესაძლებლობები რელოკაციისთვის წარმოადგენს საგადასახადო რეჟიმის მიმოხილვას მსოფლიოს მასშტაბით. რეპორტში შერჩეულია 40 იურისდიქცია, იმ პოპულარული ლოკაციების გათვალისწინებით, რომელსაც ადამიანები საცხოვრებლად ირჩევენ. რეპორტი წარმოადგენს ინტერაქტიულ pdf ფაილს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ახალ მახასიათებელს და ამასთან, შეიცავს ინტერაქტიულ გლობალურ რუკას.

რეპორტი, რომელიც მომზადებულია ბიდიოს იმ სპეციალისტების ჩართულობით, ვინც კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ემსახურება საგადასახადო საკითხებზე, მოიცავს არსებულ ტენდენციებსა და ფაქტორებს, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ გადაადგილებაზე და განმარტავს სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმს, რომელიც რიგ შემთხვევებში მიმზიდველია და კარგ შესაძლებლობებსაც სთავაზობს.

რიჩარდ მონტაგი (Richard Montague) ბიდიო დიდი ბრიტანეთის International Private Wealth განყოფილების ხელმძღვანელი და ბიდიო გლობალის კერძო კლიენტების მომსახურე ჯგუფის თავმჯდომარე აცხადებს:

„კორპორატიული საგადასახადო სამყაროსგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობა და დაახლოება შედარებით ფართო მასშტაბით  მიმდინარეობს და ქვეყნები დაბეგვრის  უფრო უნიფიცირებულ, გლობალურ მიდგომას არჩევენ (მაგალითად BEPS, გადასახადი ციფრულ მომსახურებაზე), მთავრობები ისევ იყენებენ ინდივიდუალურ, შეღავათიან საგადასახადო მიდგომას საკუთარ ქვეყნებში მდიდარი ადამიანებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის“.

რეპორტში ნათქვამია, რომ განსხვავებული საგადასახადო რეჟიმის მიუხედავად, ბევრ ქვეყანას გამოარჩევს მიმზიდველი მახასიათებლები და ხელსაყრელი პირობები სხვადასხვა გარემოებისთვის.

ქვეყნები მაღალი საგადასახადო ტარიფებით, როგორიც არის აშშ და კანადა, მაინც იზიდავს ინვეტორებს ეკონომიკური შესაძლებლობებით, მაშინ როცა ის ქვეყნები, სადაც გადასახადი უფრო დაბალია, მაგალითად სინგაპური, მიმზიდველია საგადასახადო კუთხით.

კლიმატი, განათლება, შესაძლებლობები ოჯახისა და ბიზნესისთვის ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორებს რელოკაციის მსურველი ინდივიდებისთვის.

რიჩარდ მონტაგი დასძენს: „ქვეყნიდან ემიგრაციის დროს პირადი მდგომარეობა და სურვილები ყოველთვის იქნება თქვენ მიერ შერჩეული ადგილის განმსაზღვრელი. თუმცა, ამის მიუხედავად, გლობალური მასშტაბით შეინიშნება ქვეყნებს შორის ხალხების დინების და ინვესტიციების  ზრდა საკანონმდებლო და ნორმატიულ ცვლილებების გამო, რასაც თავის მხრივ საგადასახადო რეჟიმი განსაზღვრავს“.

„ჩვენ გლობალურ მობილურ სამყაროში ვცხოვრობთ  და მნიშვნელოვანია, რომ შეძლებულმა ადამიანებმა გაითვალისწინონ თავიანთი საქმიანობის საგადასახადო შედეგები, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი და არასასურველი სიურპრიზები. ასეთი ადამიანები ხშირად იქნებიან ორმაგი რეზიდენტები ან ექნებათ საერთაშორისო საქმიანი ან ოჯახური ინტერესები, რის გამოც სირთულეები შესაძლოა ადვილად წარმოიქმნას. ამ კატეგორიის ადამიანებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აქტივების ხანგრძლივად შენარჩუნებაზე თავისი გლობალური საგადასახადო პასუხისმგებლობის დაცვით და უნდა ესმოდეთ შერჩეულ ქვეყანაში არსებული საგადასახადო რეჟიმის არსი. გაუფრთხილებლობა შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს შესაბამისი კონსულტაციების გარეშე“.

ბიდიოს გლობალური სერვისი ფიზიკური პირებისთვის

ფიზიკური პირების მომსახურების გლობალური გუნდი მუშაობს კერძო პირებთან, გუნდის წევრებს  აქვთ სხვადასხვა იურისდიქციის სიღრმისეული ცოდნა და ესმით ამ მიმართულებით არსებული აქტუალური თემები. შეძლებული ადამიანები, მათი ოჯახები და ფინანსური ინტერესები ხშირად კვეთს საერთაშორისო საზღვრებს. ბიდიოს გუნდი მუშაობს კლიენტებთან, რათა მოახდინოს შეძლებული ფიზიკური პირების შიდა და საერთაშორისო საქმეების სტრუქტურიზება ყველაზე ეფექტური გზებით.