ბიდიოსა და Moore Stephens-ის გაერთიანება დასრულდა

04 თებერვალი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბიდიო დიდი ბრიტანეთის  ვებგვერდზე

ბიდიომ Moore Stephens-თან გაერთიანების პროცესი დაასრულა, რის შედეგადაც ბრიტანეთის ბაზარზე უმსხვილესი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია შეიქმნა, რომელიც საშუალო მასშტაბის საწარმოების მომსახურებაზე იქნება ფოკუსირებული.

ფირმა ბიდიოს ბრენდის სახელით განაგრძობს ოპერირებას და შედის ბიდიოს საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში, რომელიც მსოფლიოს 162 ქვეყანაში 80 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და რომლის შემოსავალიც 9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ბიდიოს 17 ლოკაციაზე 5000 თანამშრომელი ჰყავს და მისი შემოსავალი 590 მლნ ევროს შეადგენს.

გაერთიანება, რომელიც შეეხება Moore Stephens-ის ოფისებს ლონდონში, ბირმინგემში, ბრისტოლსა და ვოტფორდში ბიდიოს მე-3 უმსხილეს აუდიტორად აქცევს, რომელიც იმყარებს თავის პოზიციას ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენციის მიმართულებით.

ასევე უნდა ითქვას, რომ ბიდიო გაიმყარებს თავის პოზიციას როგორც დიდი ბრიტანეთის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ბირჟაზე რეგისტრირებული ფირმებისთვის და გაზრდის მის ექსპერტიზას ისეთ სექტორებში, როგორიც არის ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და საზღვაო გადაზიდვები.

ბიდიოს მმართველი პარტნიორი დიდ ბრიტანეთში პოლ იგლანდი (Paul Eagland) აცხადებს: „აუდიტის ბაზარი რეფორმის მნიშვნელოვან პერიოდს გადის და ჩვენი კლიენტები ბევრი გაურკვევლობის წინაშე დგანან ბრექსიტისა და ფუნდამენტური ცვლილებების გამო, რომელიც გლობალურ სავაჭრო პროცესებში ხდება. ამ გაურკვევლობის პირობებში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი 5000 თანამშრომელი და ჩვენ მიმართ არსებული ნდობისა და ხარისხის მაჩვენებელი ფანტასტიურ პოზიციაში გვაყენებს, რომ დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებსა და ხალხს მიიღონ მაქსიმალური სარგებელი იმ შესაძლებლობებიდან, რაც ყოველთვის ახლავს ამგვარ ცვლილებებს“.

„ჩვენი ზრდის უმთავრესი მიზნისა და სტრატეგიის ზუსტი გააზრება დაეხმარება მთელ ჩვენს გუნდს აქციოს ეს გაერთიანება დიდ წარმატებად“, დასძენს იგლანდი.

„იმ მომენტიდან, როცა მოლაპარაკებები დავიწყეთ, ჩვენი საერთო მიზანი იყო, შეგვექმნა სრულიად ინტეგრირებული კომპანია, რომლითაც ამაყობს ჩვენი ხალხი და რომელსაც მომსახურებაში მოაქვს ე.წ. „ეკონომიკური მამოძრავებელი“, ენერგიული საშუალო მასშტაბის ბიზნესი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ზრდის სტიმულირება შეუძლია. ეს გაერთიანება არის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ქმნის ახალ ძალას ბაზარზე, გვაძლევს საშუალებას გავუკეთოთ გამოწვევა არსებულ კონკურენტებს და შევთავაზოთ სულ უფრო შთამბეჭდავი მომსახურების სპექტრი, რათა დავეხმაროთ ჩვენს ხალხსა და კლიენტებს, რომ მიაღწიონ წარმატებას“, განმარტავს Moore Stephens-ის ყოფილი მმართველი პარტნიორი და  ბიდიოს კონსალტინგის მიმართულების ხელმძღვანელი საიმონ გალაგერი (Simon Gallagher).

აღსანიშნავია, რომ ბიდიოს ასევე შეუერთდა Moore Stephens-ის ყოფილი მთავარი საოპერაციო დირექტორი ჯონ რენდალი (Jon Randall), რომელიც ახლა ინფორმაციისა და ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.