ბიდიომ ბოლივიაში ახალი ფირმა გახსნა

05 თებერვალი 2019

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

მოხარული ვართ გაცნობოთ ახალი ფირმის გახსნის შესახებ ბოლივიაში. კომპანია KPI Auditores y Consultores, ბიდიოს ქსელის წევრი გახდა და ამიერიდან ბიდიოს ბრენდის ქვეშ იმუშავებს. კომპანია აერთიანებს 7 უფროს მენეჯერს და კლიენტებს წარმოების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, არაკომერციული, საივესტიციო მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ახალი ფირმის ოფისი მდებარეობს დედაქალაქ ლა-პასში, ასევე მის მფლობელობაშია ოფისი ქ. სანტა კრუზში.

ბიდიოს ახალ ფირმას ბოლივიაში უხელმძღვანელებენ მმართველი პარტნიორი მარსელო ბერტინი (Marcelo Berthin), ჯონი ზენტენო (Johnny Zenteno), ხუან კარლოს ტაკაჩირა (Juan Carlos Tacachira) და მარია ხოსე აბუავადი (Maria Jose Abuawad) სანტა-კრუზის ოფისში. 7 პარტნიორიდან 6 გამოცდილია და კარგად იცნობს ბიდიოს მეთოდოლოგიას, ტექნოლოგიებსა და გლობალური ორგანიზაციის კლიენტებზე ორიენტირებულ მიდგომებს.

მარსელო ბერტინი არის A&A-ის პროფესიონალი 30 წელზე მეტი გამოცდილებით აუდიტსა და გადასახადებში. ასევე მას აქვს ფართო გამოცდილება ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით წარმოებულ პროექტებში USAID-თან და მსოფლიო ბანკთან ერთად.

„ბიდიო ბოლივიის უმთავრესი მიზანია კლიენტებს შესთავაზოს გამორჩეული მომსახურება საგადასახადო, აუდიტისა და კონსალტინგის მიმართულებით, რათა მათ შეძლონ ბიდიოს გლობალური გამოცდილების გაზიარება. ჩვენი ყოფილი ფირმა მე-7 ადგილს იკავებს ბოლივიაში აუდიტორულ კომპანიებს შორის, რის გამოც ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაში ვართ ზრდისა და განვითარებისთვის. ახლახანს ბიდიოს გლობალური ქსელის მეშვეობით მიღებული მოთხოვნები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პანამიდან, ჩილედან და ბრაზილიიდან ამის დასტურია და ბოლივიაში ბიდიოს შემდგომი გაფართოების წინაპირობას წარმოადგენს“, აცხადებს მარსელო ბერტინი.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვყავს წამყვანი ფირმა ბოლივიაში და სიამოვნებით ვიღებთ მას ბიდიოში. ფირმის მნიშვნელოვანი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, მარსელოსა და მის გუნდს აქვს კარგი რეპუტაცია, რომელიც ბიდიოს ბოლივიაში ზრდის ახალ მიმართულებას მისცემს. ფირმის შესაძლებლობა შესთავაზოს თავის კლიენტებს კომპლექსური მომსახურება და ამასთან, გამოიყენოს ბიდიოს გლობალური მიღწევები, ბიზნესის უფრო ფართო ჭრილში დანახვის საშუალებას იძლევა ლათინური ამერიკის რეგიონიდან და მის ფარგლებს გარეთ“, დასძენს ბიდიოს ამერიკის კონტინენტის რეგიონალური CEO ალბერტ ლოპესი (Albert Lopez).