IFRS 9-ის გამოყენება სესხებისთვის დაკავშირებულ მხარეებთან უძრავი ქონების სექტორში

07 სექტემბერი 2018

მასალის ორიგინალი ვერსია იხილეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

ბიდიო წარმოგიდგენთ ახალ პუბლიკაციას IFRS-ის პრაქტიკაში გამოყენების თემაზე - „IFRS 9-ის გამოყენება სესხებისთვის დაკავშირებულ მხარეებთან უძრავი ქონების სექტორში“.

IFRS 9 ფინანსური ინსტრუმენტები არ ასხვავებს ერთმანეთისაგან დაკავშირებულ მხარეებსა და არადაკავშირებულ მესამე მხარესთან გარიგებებს. ორგანიზაციები, რომლებიც ამზადებენ დამოუკიდებელ ფინანსურ ანგარიშგებას, ვალდებული არიან სრულად გამოიყენონ სტანდარტის მოთხოვნები ყველა იმ ოპერაციასთან მიმართებაში, რომელსაც სტანდარტი არეგულირებს. ეს ნიშნავს, რომ დაკავშირებულ მხარეებთან სესხების დებიტორული დავალიანება უნდა კლასიფიცირდეს და იზომებოდეს IFRS 9-ის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში იმ გარემოების ჩათვლით, როცა გაუფასურებისთვის ადგილი აქვს მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების მოდელის (ECL) გამოყენებას.

პუბლიკაციის მიზანია, აჩვენოს IFRS 9-ის გამოყენების საილუსტრაციო მაგალითები ჯგუფის შიდა დაფინანსების მთელ რიგ სტრუქტურებთან მიმართებაში, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უძრავი ქონების ტიპიურ ჯგუფში.

პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ დაფინანსების ხუთ მიღებულ სტრუქტურას საინვესტიციო ქონების ჯგუფისთვის, მეორე ნაწილში კი დეველოპერული ჯგუფის ფინანსირების ტიპიურ სტრუქტურას.

გადადით ბმულზე პუბლიკაციის სრული ვერსიის სანახავად. აქვე ნახავთ IFRS-ის პრაქტიკაში გამოყენების თემაზე ბიდიოს მიერ მომზადებული პუბლიკაციების ბიბლიოთეკას.