• IAB 2018-ის დაჯილდოვებაზე ბიდიოს წლის ქსელის წოდება მიენიჭა

IAB 2018-ის დაჯილდოვებაზე ბიდიოს წლის ქსელის წოდება მიენიჭა

05 ოქტომბერი 2018

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია იხილეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე. 

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ International Accounting Bulletin-ის (IAB) შეფასებით, ბიდიომ წლის საერთაშორისო ქსელის (Network of the Year) პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთხელ მოიპოვა.  სპეციალური ჯილდო ბიდიოს გლობალურ CEO-ს კიტ ფარლინგერს (Keith Farlinger) The Digital Accountancy Forum & Awards-ის ფარგლებში გადაეცა, რომელიც 4 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა. იგივე ჯილდო ბიდიომ 2015 წელსაც მოიპოვა.

IAB-ის ჯილდო მიუთითებს კომპანიის მიღწევებზე აუდიტორის პროფესიაში და წარმოადგენს ყოველწლიური ფორუმის ნაწილს, რომელშიც მონაწილეობას წამყვანი აუდიტორული კომპანიები იღებენ, რათა განიხილონ სფეროსთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. მიმდინარე წელს სხვა დანარჩენ თემებს შორის ასევე წარმოდგენილი იყო მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინები. ბიდიოს ტრანსფორმაციის გლობალური ხელმძღვანელი მარკუს კამიულერი (Markus Kammueller) ფორუმის ფარგლებში მონაცემთა ანალიზისა და უსაფრთხოების სესიის თავმჯდომარე იყო.

წლის ქსელის წოდება ენიჭებათ მრავალი წევრისაგან შემდგარ ორგანიზაციებს, რომელთაც ბოლო 12 თვის მანძილზე აჩვენეს ზრდის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია და დაწინაურდნენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტაში. ამასთან, პრემიის მფლობელი აღიარებულია ავტორიტეტულ ბრენდად, რომელიც წარმოადგენს სტაბილურად მაღალი ხარისხის მომსახურების მომწოდებელს.

2018 წლის გამარჯვებული ბიდიო ბოლო 10 წლის განმავლობაში არის ყველაზე სწრაფად მზარდი გლობალური ორგანიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტისა სფეროში და 2017 წლის მონაცემებით მან აჩვენა სტაბილური ზრდა წლიდან წლამდე შემოსავლის 8%-იანი მატებით, რაც სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენმა ქსელმა, რომელიც მსოფლიოს 162 ქვეყანაში  ოპერირებს, გასული წლის მონაცემებით, 8.1 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლები აჩვენა. ასევე 9.04%-ით, 73 854-მდე გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა და პარტნიორთა და თანამშრომელთა შეფარდების მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით 9 / 1 დაფიქსირდა.

„ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ სამი წლის განმავლობაში ბიდიომ მეორედ მოიპოვა IAB-ის ჯილდო. ჩვენი კომპანიის განგრძობითი ზრდა, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიმართულებისა და ხარისხთან მიმართებაში განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტის შედეგია, თუმცა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამბიციური მიზნები ტექნოლოგიებში ინვესტირების მიმართულებით, რაც ბიდიოს უპირატესობას წარმოადგენს. ჩვენს კლიენტებს ცენტრალური ადგილი უჭირავთ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. ხარისხი შეუცვლელი პრინციპია ბიდიოს ნებისმიერ ფირმაში მომსახურების გაწევის დროს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ბრენდის კარგი რეპუტაციისათვის მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა ნამდვილი უპირატესობა, რაც ბიდიოს გააჩნია, ეს ჩვენი განსაკუთრებული ხალხია და ხელმისაწვდომობის კულტურა, მჭიდრო ურთიერთობები და მაღალი ხარისხი მომსახურების მიწოდების დროს. ბიდიოს სტაბილურად საიმედო მონაცემებს ასევე ამყარებს კონსოლიდაციის პროგრამა, რაც რასაკვირველია, აუმჯობესებს ბიდიოს გავლენას ბაზარზე მთელს მსოფლიოში“ - აცხადებს კიტ ფარლინგერი.