2017 წლის გლობალური მიმოხილვა სახელწოდებით „შენი ბიდიო“

24 მაისი 2018

წარმოგიდგენთ 2017 წლის გლობალურ მიმოხილვას სახელწოდებით „შენი ბიდიო“, რომელიც განსხვავებულ ფორმატში აერთიანებს როგორც ფინანსურ და სტატისტიკურ მონაცემებს, ისე გლობალური ხელმძღვანელების შეფასებას. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს თემატურ მიკროსაიტს.

„2017 წელი ბიდიოსთვის გამორჩეული იყო არამხოლოდ ცვლილებების, არამედ ზრდის თვალსაზრისითაც. წლიდან წლამდე ჩვენი შემოსავალი 8%-ით იზრდება, რაც ამ სფეროში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბიდიო ყველაზე სწრაფად მზარდი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციაა მსოფლიოში“, აცხადებს ბიდიოს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger).

2017 წელს ბიდიოს საერთო შემოსავალი 8.1 მილიარდამდე გაიზარდა. მიმდინარე მდგომარეობით, კომპანია 1500 ოფისითა და 73 854 თანამშრომლით მსოფლიოს 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

გასული წელი რეკორდული იყო ბიდიოს ქსელის კორპორაციული ფინანსების გუნდისთვის. წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ჩვენმა ფირმებმა 54,5 მლრდ-ის ღირებულების 1200 გარიგება გააფორმეს.

აღნიშნული შედეგებით ბიდიომ, როგორც M&A financial advisor-მა #4 ადგილი დაიკავა Thomson Reuters 2017-ის პრესტიჟულ რეიტინგში. გარდა ამისა, წამყვანი ანალიტიკური გამოცემის Mergermarket 2017 სტატისტიკის თანახმად, ბიდიო როგორც Due Diligence advisor-ი ასევე #4 ადგილს იკავებს.

წარმოდგენილ რეიტინგში, რომელიც M&A-ს მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში ბიდიოს ფირმების მიღწევებს აჩვენებს, აღმოსავლეთ ევროპა მე-6 ადგილს იკავებს. ჩვენი, ბიდიო საქართველოს წვლილი ამ შედეგებში მასშტაბურად შედარებით მცირე, თუმცა მნიშვნელოვანია.

ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ოთხ მიმართულებაზე, რომლის ხვედრითი წილი საერთო შემოსავალში ამგვარად არის გადანაწილებული:

  • აუდიტი და დაკავშირებული მომსახურება - 44%
  • გადასახადები და დაბეგვრა - 22%
  • ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება - 19%
  • ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი - 15%

მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია აქტუალურ თემებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმციასა და ბიდიოს პოლიტიკაზე კიბერსაფრთხეებთან მიმართებაში, რასაც დიდი გავლენა აქვს ჩვენ მიერ კლიენტებისთვის გამორჩეული მომსახურების შეთავაზების პროცესზე.  

„პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი კლიენტები გვანდობენ თავიანთ მონაცემებს და ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩვენ მათ პატივისცემით და მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით გამოვიყენებთ. საქმე მარტივად არის - ინფორმაცია, რომელიც არ არის ჩვენი, არამედ ეკუთვნის სხვას, სწრედ ასეთ მოპყრობას იმსახურებს“, განმარტავს ბიდიოს EMEA-ს რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი ტრონდ-მორტენ ლინდბერგი (Trond-Morten Lindberg).

ინფორმაციის უსაფრთხოება ბიდიოს ყველა ფირმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახალი საფრთხეები გვკარნახობს ინვესტირება გავაკეთოთ უსაფრთხოების მიმართულებით, რათა დავიცვათ კლიენტის კუთვნილი ინფორმაცია და ბიდიოს ბრენდის რეპუტაცია.

ჩვენ ვცდილობთ სერვისები გავხადოთ ციფრულ ფორმატზე ორიენტირებული, როცა მარტივია ისარგებლო ბიდიოს სერვისებით გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად. 2017 წელს ჩვენ გავაგრძელეთ ბიდიოს ვებგვერდების ერთიანი შაბლონის განვითარება, რაც უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ ხარისხსა და ვიზუალის ერთგვაროვნებას.

დასაქმების ბაზარზე ბიდიოს მყარი რეპუტაცია გახდა საფუძველი იმისა, რომ 2017 წელს ჩვენი კადრების რაოდენობა 9.04%-ით გაიზარდა. ბიდიო მუდმივად ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაზეც მიუთითებს 40 გლობალური კონფერენცია, რომელიც 2017 წლის განმავლობაში ჩატარდა და რომელსაც ბიდიო საქართველოს წარმომადგენლები ვესწრებოდით.

ბიდიოში მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის თემა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბიდიო აშშ-ს პარტნიორთა რიგებში ქალები გამოჩნდნენ, მათი რაოდენობა გაორმაგდა. ბიდიო საქართველოში ასევე იზიარებს გლობალური ქსელის პრინციპებს, მათ შორის გენდერული ბალანსის მიმართულებით. 11 პარტნიორს შორის, რომელიც ბიდიოს საქართველოში ჰყავს, სამი ქალია. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიდიო საქართველოს კადრების რაოდენობამ 191, მათ შორის 107 ქალი შეადგინა.

მოხარული ვართ, რომ ბიდიო საქართველოში იზიარებს გლობალურ წარმატებას და თავისი წვლილი შეაქვს ქსელის განვითარებაში, რასაც ადასტურებს 2017 წლის შთამბეჭდავი შედეგები. ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი სერვისის მიმართულებით, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. ამასთან, უკანასკნელი ოფიციალური რეიტინგებით, ბიდიო საქართველოს ბაზარზე მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს და მე-3 ადგილს იკავებს. გაეცანით ბიდიო საქართველოს გასული წლის შედეგებს, რომლის თანახმადაც ჩვენი გაერთიანებული შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და 12 მილიონიან ნიშნულს აჭარბებს.

ბიდიოს 2017 წლის მიმოხილვის სრული ვერსია იხილეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე.