ბიდიო აკადემია ACCA-ს Approved Learning Partner-ის ოქროს სტატუსის მფლობელია

28 სექტემბერი 2018

ბიდიო აკადემიამ, რომელიც 2016 წლის ივნისიდან პროფესიული ასოციაცია ACCA (The Association of Chartered Certified Accountants)-ის მომავალი აკრედიტებული სასწავლო პარტნიორის (Silver Approved Learning Partner) სერტიფიკატს ფლობდა საქართველოში, წარმატებით გაიარა ხარისხის მიმოხილვა და ALP-ს ოქროს სტატუსი მოიპოვა. ბიდიო აკადემია ერთადერთი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომელიც ამ სერტიფიკატს ფლობს. ოქროს სტატუსი მხოლოდ იმ სასწავლო ცენტრებს ენიჭებათ, რომლებიც მაღალი ხარისხის მომზადებას უზრუნველყოფენ და რომელთაც АССА სრული პასუხისმგებლობით უწევს რეკომენდაციას თავის სტუდენტებთან.

ACCA-ს გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები ბიდიო აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. სწავლების თანამედროვე მოდელი მსმენელებს უადვილებს გამოცდის ჩაბარებას, ხოლო ACCA-ს საერთაშორისო ცენტრის რეკომენდაციებით შერჩეული ტრენერების სწავლების მეთოდიკა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ACCA-სთან წარმატებით გრძელდება და ახალი სტატუსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიდიო აკადემია პასუხობს მომზადების მაღალ სტანდარტებს და თავის სტუდენტებს უქმნის ყველა პირობას საერთაშორისო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის. ჩვენი მოქნლი შიდა პოლიტიკა გამოცდებისთვის მომზადებაში დროისა და ფინანსური რესურსების თვალსაზრისით მნიშვნელოვან მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ სულ უფრო სრულყოფილი გავხადოთ სწავლების პროცესი და დავნერგოთ ინოვაციები, რაც ასე მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლების მისაღებად“, აცხადებს ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

ბიდიო აკადემიისა და ACCA-ს წარმატებული თანამშრომლობა კარგი სიახლეა არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან ბუღალტრებისა და ფინანსური აღრიცხვის პროფესიონალების როლი ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სწორედ ACCA-ს მეშვეობით არის შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს საქართველოში ახლა უკვე  აქვთ  შესაძლებლობა ACCA-ს ოქროს პარტნიორის - ბიდიო აკადემიის მეშვეობით გახდნენ გლობალური პროფესიული ქსელის წევრი და მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება.

ბიდიო აკადემიისა და ACCA-ს თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფასდაკლებებს გულისხმობს აკადემიის სტუდენტებისა და ბიდიო ჯგუფის თანამშრომლებისთვის. ACCA-ს სტუდენტად რეგისტრაციის ღირებულება 79 ფუნტის ნაცვლად 30 ფუნტია,  ხოლო წლიური საწევროს ღირებულება 97 ფუნტის ნაცვლად 40 ფუნტი.

გლობალური პროფესიული ასოციაცია ACCA მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში 500 000-მეტ წევრსა და სტუდენტს აერთიანებს.  ასოციაციის მიერ გაცემული პრესტიჟული სერტიფიკატები ადასტურებს მფლობელის მაღალ კვალიფიკაციას ფინანსებისა და მენეჯმენტის სფეროში.