ბიდიოსა და Moore Stephens-ის გაერთიანების მოლაპარაკებები დამასრულებელ ფაზაში შედის

26 ნოემბერი 2018

მასალის ორიგინალი ვერსია იხილეთ ბიდიო გლობალის ვებგვერდზე

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები ბიდიო დიდ ბრიტანეთში და Moore Stephens-ი ერთიანდება ბაზრის ლიდერი მძლავრი კომპანიის შესაქმნელად.

გაერთიანების შედეგად შექმნილი კომპანია იქნება წამყვანი საშუალო მასშტაბის საწარმოების საკონსულტაციო ბაზარზე დიდ ბრიტანეთში და თავის მსხვილ კონკურენტებს კომპლექსური აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევის სახით მოევლინება.

გარიგების დასრულებისთვის, რაც 2019 წლის გაზაფხულზეა მოსალოდნელი, გაერთიანებული ფირმის მთლიანი, ყოველწლიური შემოსავალი 590 მლნ ფუნტი სტერლინგი იქნება, მიღებული 5000 ადამიანისგან დიდი ბრიტანეთის მასშტაბით. ფირმა ბიდიოს ბრენდით იმუშავებს, ვინაიდან დარჩება ბიდიო გლობალის, საშუალო ბიზნესის ბაზარზე უმსხვილესი აუდიტორის, 8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე ორგანიზაციის ნაწილად, რომელიც მსოფლიოს 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ბიდიოს მმართველი პარტნიორი დიდ ბრიტანეთში პოლ იგლანდი (Paul Eagland) აცხადებს:  „ახლა სწორედ შესაფერისი დროა კომპანიის ზრდისათვის. გაერთიანებული ფირმის რანგში ბაზრის ზედა ნაწილს  ჩვენ ვთავაზობთ საუკეთესო არჩევანს, კონკურენციასა და მასშტაბს, გარდა ამისა, ჩვენ საუკეთესოდ ვართ გაწაფული Brexit-ისგან გამოწვეულ ნებისმიერ ეკონომიკურ დარღვევასთან ბრძოლაში.

პირველივე შეხვედრიდან ნათელი გახლდათ, რომ ჩვენ ვიზიარებთ საერთო კულტურასა და ღირებულებებს. როგორც პროფესიული ფირმები, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხალხი ჩვენი საუკეთესო მონაპოვარია და ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ დიდი ბიზნესი, რომელიც შეინარჩუნებს ჩვენი კულტურის საუკეთესო ნაწილს. ორივე ფირმა სავსეა ინოვაციური ადამიანებით, რომლებიც არიან ექსპერტები მათ საქმეში“.

„ბიდიო საუკეთესო პოზიციაშია როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ბიდიოს გლობალური ქსელის წევრს 8 მლრდ-იანი ღირებულებით. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, Carillion-ის შემდეგ და აუდიტის ბაზარზე კონკურენციისადმი ყურადღების გათვალისწინებით, ბიდიოს აქვს საუკეთესო შეფასება  დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, შესაძლებლობებისა და ხარისხის მიმართულებით. ეს გარიგება კიდევ უფრო ზრდის ჩვენს ავტორიტეტს და ადასტურებს ჩვენს მისწრაფებას კონკურენციის გაწევის თაობაზე ზედა ბაზარზე.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მასშტაბი არ არის ხარისხის დამადასტურებელი. ამ გაერთიანების მამოძრავებელი ძალაა მდგრადი და მომგებიანი ზრდა, რასაც სარგებელი მოაქვს ჩვენი კლიენტების, ადამიანებისა და კაპიტალის ბაზრებისთვის.

ორი ფირმა მსგავს სექტორებში მუშაობს: ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, საცალო ვაჭრობა, უძრავი ქონება, ფინანსური სერვისები და ბევრი სხვა. Moore Stephens-ი ასევე საკმაოდ ძლიერია საზღვაო გადაზიდვებში, დაზღვევასა და დონორების დაზღვევის სექტორში“, დასძენს იგლანდი.

Moore Stephens-ის მმართველი პარტნიორი საიმონ გალაგერი (Simon Gallagher) აცხადებს: „ფინალური დისკუსიის დაწყება დიდ ბრიტანეში უმსხვილესი აუდიტორული ფირმის შექმნის თემაზე, რომელიც ორიენტირებულია სამეწარმეო სულისკვეთებასა და სწრაფადმზარდ ბიზნესზე. ეს არის საინტერესო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბაზრო კონკურენციისთვის. მოსალოდნელი გაერთიანება უზრუნველყოფს პლატფორმას უწყვეტი, მდგრადი ზრდისათვის და ასევე ბაზარს სთავაზობს რაღაც განსხვავებულს ამ მნიშვნელოვან დროს“.