• ბიდიომ 2018 წლის შთამბეჭდავი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა

ბიდიომ 2018 წლის შთამბეჭდავი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა: გლობალურმა შემოსავალმა 8.99 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

11 დეკემბერი 2018

  • გლობალური შემოსავლის 10.7%*-იანი ზრდა
  • აქტიური საქმიანობა M & A-ის მიმართულებით, მძლავრ ორგანულ ზრდასთან კომბინაციაში ამყარებს ბიდიოს, როგორც სფეროში ყველაზე სწრაფადმზარდი კომპანიის პოზიციას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.
  • ფოკუსი ბიდიოს ხალხის როლის, როგორც მომავლის ბიზნეს მრჩევლის ტრანსფორმაციაზე, მათ განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციასთან ერთად,  განსაკუთრებულ შედეგებს იძლევა.
  • ინოვაციური მიდგომა ზრდის ბიზნესის ეფექტურობას და ქმნის რეალურ ფასეულობას კლიენტებისთვის
  • ზრდის სწრაფი ტემპი ბიდიოს ფირმებს თავიანთ ბაზარზე ლიდერებად აქცევს
*მოცემულია აშშ დოლარში; 8.3%-იანი მუდმივი მაჩვენებლით

ბიდიომ 2018 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 8.99 მლრდ აშშ დოლარი / 7.56 მლრდ ევრო შეადგინა, რითაც წლიდან წლამდე აშშ დოლარში 10.7%-იანი, ხოლო მუდმივი გაცვლითი კურსით 8.3%-იანი ზრდა აჩვენა.

გლობალური ორგანიზაციები აგრძელებენ და აჩქარებენ ზრდის ტემპებს, მიყვებიან მკვეთრად გამოკვეთილ სტრატეგიულ მიზანს - იყონ ლიდერები თავის ბაზარზე შესაბამისი, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენაძენით, ისეთით, როგორიც არის კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ კიბერუსაფრთხოებას. მიმდინარე მდგომარეობით, ბიდიო წარმოდგენილია მსოფლიოს 162 ქვეყანაში და 2018 წლის განმავლობაში, ყველა რეგიონში დაფიქსირდა თანმიმდევრული ზრდა, ამასთან, შემოსავლის ყველაზე დიდი ზრდა არის EMEA-ს რეგიონში (+17%), რომელსაც მოსდევს ამერიკა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (+6,6%).

ბიდიოში დამკვიდრებული კულტურა, დაეხმაროს ჩვენს ხალხს, კლიენტებსა და საზოგადოებას წარმატების მიღწევაში, გამოიხატება პერსონალის რაოდენობის მუდმივ ზრდაში: მიმდინარე წელს თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა 8.4%-მდე და  80,087 შეადგინა, ეს ხალხი, მსოფლიოს მასშტაბით, 1591 ოფისში მუშაობს და ყოველთვის მზად არის დაეხმაროს თავის კლიენტებს.

„მინდა მივულოცო ჩვენს 80,000 თანამშრომელს მთელი ბიდიოს მასშტაბით ის შესანიშნავი შედეგი, რომელიც მივიღეთ 2018 წელს. ჩვენი ხალხი განსაკუთრებულია, ეს უდავოა. სწორედ მათ, მათი მჭიდრო ურთიერთობებით, რომლითაც ისინი ერთმანეთის გვერდით დგანან, მათი კლიენტებით და შესანიშნავი მომსახურებით, შეიტანეს წვლილი ბიდიოს განგრძობითი ზრდის ისტორიაში. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მომავლის ბიზნეს მრჩევლები და არა უბრალოდ აუდიტორები ან საგადასახადო კონსულტანტები: ჩვენ კრიტიკულად მოაზროვნეები ვართ, შედეგზე ორიენტირებული მიდგომით - საქმე უნდა გაკეთდეს ისე, როგორც საჭიროა.

კლიენტების ბიზნესის რეალური აღქმით, ჩვენ ვაგრძელებთ სერვისების განსხვავებულად შეთავაზებას. ტექნოლოგიებსა და გლობალურ ბერკეტებში სწორი ინვესტირების საშუალებით ღირებულ ინოვაციებს ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს. ბიდიოსთვის ეს არის ლიდერის პოზიციის აღქმა, ასე ვმუშაობთ და მომავალიც უალტერნატივოდ ბაზრის ლიდერის როლია ქსელისთვის“, აცხადებს ბიდიო გლობალის აღმასრულებელი დირექტორი კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger).

წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელმაც ბიდიოს ზრდა განაპირობა:

ლიდერობა ინოვაციებში

ბიდიოში გვჯერა, რომ ინოვაციები ახალი იდეების წარმატებული კომერციული გამოყენებაა. ბიდიოს ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ფირმები სწრაფად ხდებიან  აღიარებული ლიდერები ინოვაციების სფეროში. მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მათ შორის არამხოლოდ პერსპექტიულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინსტრუმენტებში (ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, რობოტიზებული პროცესების ავტომატიზაცია), არამედ წამყვან კომპანიებში, რომლებიც მონაცემთა ანალიტიკის თემებსა და ტექნოლოგიური კონსულტირების მიმართულებით მუშაობენ. ისინი ასევე აძლიერებენ  თანამშრომლობას სფეროს წამყავნ ორგანიზაციებთან: ხანგრძლივი, გლობალური თანამშრომლობა ბიდიოსა და მაიკროსოფტს შორის უწყვეტად საინტერესო და შედეგიანია, რასაც ადგილობრივ დონეზე ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობა Workday-სა და Intuit-თან, სხვა პროვაიდერებთან ერთად.

ბიდიოს სპეციალიზებული აუდიტის პროცესის ინსტრუმენტი (APT) განაგრძობს თანმიმდევრულობისა და ხარისხის პოპულარიზაციას აუდიტის პროცესებში და 2018 წელს ჩამოყალიბდა ახალი თაობის ინსტრუმენტად APT Next Gen. გლობალური, გაწონასწორებული ინსტრუმენტი კლიენტებს სთავაზობს უცვლელად გამორჩეულ გამოცდილებას მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ეფუძნება მოწინავე ტექნოლოგიებს და გაძლიერებულია აუდიტის ინტუიტიური მეთოდოლოგიით. ამასთან, გლობალური პორტალი არის ბიდიოს ერთიანი გამოცდილების ცენტრი, იგი სთავაზობს მოქნილ და უსაფრთხო პლატფორმას, რომელიც შეიძლება აეწყოს ლოკალურად და განახორციელოს მონაცემების გაცვლის ოპტიმიზაცია ბიდიოსა და მის კლიენტებს შორის.

ბაზრის ლიდერები

მთელ მსოფლიოში ბიდიოს ფირმები გაერთიანებული არიან მუდმივი მისწრაფებით, რომ კლიენტი მოიაზრონ მომსახურების პროცესის ცენტრალურ ფიგურად და შესთავაზონ მასზე მორგებული, სპეციფიური გადაწყვეტა. ბიდიოს პროაქტიულობამ შექმნა რიგი ლიდერი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე. მაგალითად, ბიდიომ ბელგიაში გაიზიარა მისი კლიენტების მოსაზრება და შეცვალა საკონსულტაციო მომსახურების წინადადება, რამაც იგი მიიყვანა ორი ფირმის შეძენამდე, რომელიც სთავაზობდა რობოტიზებული პროცესების ავტომატიზაციას, ასევე პროცესების შემუშავებასა და ოპტიმიზაციას. ახლა საკონსულტაციო სერვისები შეადგენს მომსახურების დიდ ნაწილს, რომელსაც ფირმა სთავაზობს, ამან ბიდიო ბელგიაში თავის ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში.

დღევანდელ, ცვალებად ბიზნეს გარემოში, სადაც ბაზრები ციფრული პროგრესისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებისამებრ ვითარდება, ბიდიოს ფირმები მზად არიან იფიქრონ სტრატეგიულად, გამოიყენონ სწორი შესაძლებლობები და გასწიონ ხარისხიანი მომსახურება თავდაჯერებულად. ბიდიო ინდოეთში სთავაზობს ავტომატიზაციას, ანალიტიკასა და ელექტრონულ სწავლებას კლიენტებისთვის რიგ სექტორებში, ისინი ასევე განაგრძობენ ლიდერობას მათი საგადასახადო და ტექნოლოგიური წინადადებებით. BDO ENABLE GST მიეწოდება 180-ზე მეტ კომპანიას და ამ დროისთვის შექმნილია GST-ის 10,000-ზე მეტი დეკლარაცია და განხორციელებულია 5 მლნ ტრანზაქცია.

მომავლის ბიზნეს მრჩევლები

ბიდიოს მუდმივად მზარდი კადრები არის მისი ძლიერი პოზიციის საფუძველი ტალანტებისთვის ბრძოლაში, ამასთან, ეს არის გლობალური სტრატეგიის შედეგი ადგილობრივ ინიციატივასთან ერთად: ამის ნათელი მაგლითია ბიდიო ინდონეზიაში, რომელიც ხარჯის ცენტრებს შემოსავლებად აქცევს რეკრუტმენტის პროცესში. ეს ეხება ნეირობიოლოგიას, თანამედროვე მექანიზმებით სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტს - რათა გარდაექმნათ კადრების მიზიდვის, შერჩევისა და შენარჩუნების პროცესი - ეს მიდგომა შედგა და ჩამოყალიბდა, როგორც კლიენტებისთვის შესათავაზებელი სერვისი. პარტნიორობისა და თანამშრომლობის წყალობით, ბიდიოს ხალხი კლიენტებსა და ერთმანეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და შექმნას რეალური ღირებულება ყველგან და ყველასთვის.

მომავლის ბიზნეს მრჩევლის როლში დღეს ბიდიო მოქმედებს უკვე გაკეთებული დასკვნების საფუძველზე. ბიდიოს ხალხს, სათანადო ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე, აქვს უნარი გააკეთოს იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელზეც ბიზნესმა უნდა იფიქროს და რაც მთავარია, მოძებნოს ოპტიმალური გადაწყვეტა ამ პრობლემებისთვის. სწორედ ასე მოახერხა ბიდიომ დანიაში გამოეყენებინა სოციალური ქსელების ლანდშაფტი საკუთარი ინოვაციური სტრატეგიის გასავრცელებლად ბიდიოს ონლაინ ბიზნეს თამაშის მეშვეობით. ეს შესანიშნავი გამოცდილება იქმნება კარგი კომუნიკაციით, ადაპტაციისადმი მოქნილობითა და მოსმენით.

დასასრულს კიტ ფარლინგერი დასძენს: „ბიდიოს მიღწევები არამხოლოდ 2018, არამედ მთელი ჩვენი 55 წლიანი ისტორიის მანძილზე, მიუთითებს ჩვენი კომპანიის დიდ პოტენციალზე მომავალში. წელს ბიდიომ International Accounting Bulletin-ის (IAB)  ჯილდო 3 წელიწადში მეორედ მოიპოვა - ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია. თუმცა ჩვენ არ ვჯერდებით მიღწეულს: სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და ჩვენ უნდა განვაგრძოთ, მოვიზიდოთ საუკეთესო ადამიანები, რათა გავაგრძელოთ კლიენტების მომსახურება არა უბრალოდ კარგად, არამედ გამორჩეულად.

ჩვენ ვართ ხალხის კომპანია და მე ვხედავ რომ ბიდიო ყოველდღე სთავაზობს ინოვაციებსა და ფასეულობას და ეხმარება ჩვენს ხალხს, კლიენტებსა და საზოგადოებას წარმატების მიღწევაში. ასეთი გზა მესახება ბიდიოსთვის, როგორც ძლიერი ორგანიზაციისათვის“.