This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ეფექტური საგადასახადო დაგეგმვა

ეფექტური საგადასახადო დაგეგმვა

ბიზნეს-სამყარო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დრამატულად შეიცვალა. შემცირებული ბარიერები ვაჭრობაში და ტექნოლოგიური წინსვლა მცირე და საოჯახო ბიზნესებსაც აძლევს საშუალებას, აწარმოონ საერთაშორისო ოპერაციები. მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ყველა ბიზნესი, მასშტაბის მიუხედავად უნდა დარწმუნდეს, რომ სწორად შერჩეული სტრუქტურით მუშაობს. სხვაგვარად მიზნობრივ ბაზრებზე გასვლა, პროდუქციისა და მომსახურების წარმოებისა და მიწოდების ეფექტური პროცესების შემუშავება იოლი არ არის.

ბიზნესებმა გამოსცადეს, რომ ორგანიზაციაში კრიტიკული მნიშვნელობის ოპერაციებისა და აქტივების რესტრუქტურიზაციას მასშტაბური კომერციული მოგების მოტანა შეუძლია. ასეთი რესტრუქტურიზაცია ასევე იდეალური შემთხვევაა დაბეგვრის კუთხით ორგანიზაციის პოზიციის გადასახედად.