• SAP Business One

    ბიზნესის გამარტივებული მართვა

    ვრცლად

ტრენდული პროდუქტები

ეძებთ გზებს თქვენი კომპანიის ოპერირების გასაუმჯობესებლად? გაიგეთ როგორ უზრუნველყოთ ოპერაციების შეუფერხებელი და ეფექტიანი მიმდინარეობა: იპოვეთ პროგრამული პლატფორმების წამყვანი პროვაიდერების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება თქვენს საჭიროებებს და დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად და ნაკლები ძალისხმევით მართოთ თქვენი ბიზნესი.

რას გთავაზობთ:

► ბალანსი

ბალანსი არის ახალი თაობის საბუღალტრო გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია იმისთვის რომ ბუღალტერიის წარმოება სასიამოვნო გახადოს. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას მოგცემთ პროგრამასთან წვდომა ნებისმიერი ადგილიდან გქონდეთ. ბალანსი ბუღალტრებსა და მენეჯერებს იმაზე მეტს აძლევს, ვიდრე მხოლოდ კარგი საბუღალტრო ინსტუმენტებია: მუდმივად აკონტროლეთ თქვენი კომპანიის ძირითადი მაჩვენებლები მობილური აპლიკაციისა და რეპორტინგის ძლიერი სისტემის საშუალებით. გაიგეთ მეტი

► SAP Business One

დიდი კომპანიის ფუნქციონალი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის მისაღებ ფასად - ამბიციური ბიზნესებისთვის. კომპანიებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ, ერთი ზომის ბიზნესის მართვის პროგრამული გადაწყვეტილება ყველას ვერ მოერგება, თუმცა არსებობს SAP Business One - ეს არის სრულყოფილი ERP გადაწყვეტილება, რომელიც ერთ, ხელმისაწვდომ სისტემაში ფუნქციონალის ფართო დიაპაზონს უყრის თავს და ყველა თქვენი ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის საშუალებას გაძლევთ. გაიგეთ მეტი

1C: ERP

ძლიერი, კონკურენტუნარიანი ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მისი ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობაა. ორგანიზაციის რესურსების დაგემვის (ERP) სისტემა განაპირობებს კომპანიის გამართულ ფუნქციონირებას, თავს უყრის თქვენს ყველა ბიზნეს პროცესს და უზრუნველყოფს მარტივ კოლაბორაციას, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფესა და გაუმჯობესებულ ჯამურ პროდუქტიულობას მთელი გუნდის მასშტაბით. გაიგეთ მეტი

BI

ოპერაციების ასახვა საკმარისი არ არის თუ გსურთ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ასეთ სწრაფად ცვალებად გარემოში: BI (Business Intelligence), მძლავრი ანალიტიკური ინსტრუმენტი დაგეხმარებათ მიიღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ასე გჭირდებათ, რათა მიიღოთ სწორი და დროული გადაწყვეტილებები, შეძლოთ შიდა პროცესების ოპტიმიზაცია, გაზარდოთ ოპერაციული ეფექტურობა, მოიზიდოთ ახალი შემოსავლები და მოიპოვოთ კონკრენტული უპირატესობა. გაიგეთ მეტი

1C: დოკუმენტბრუნვა

1C: დოკუმენტბრუნვა არის პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც მართავს ელექტრონული დოკუმენტების შექმნის, შენახვისა და კონტროლის პროცესებს. სისტემა არამხოლოდ აორგანიზებს ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას, არამედ საშალებას გაძლევთ განსაზღვროთ ბიზნეს პროცესები, აკონტროლოთ სამუშაოს შესრულება, დაარეგულიროთ მენეჯერული აქტივობები და გააუმჯობესოთ ჯამური ეფექტურობა. გაიგეთ მეტი