This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • SAP Business One

    ბიზნესის გამარტივებული მართვა

    ვრცლად

ბიდიო სოლუშენსი

ბიდიო სოლუშენსი ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანიაა B2B ბაზარზე, 2004 წლიდან.

ჩვენ ვცდილობთ  შევქმნათ ბიზნესის მართვის ჭკვიანი გადაწყვეტილებები, რათა დავეხმაროთ ორგანიზაციებს წარმატების მიღწევაში.

როგორც დეველოპერები, დამნერგავები და მხარდამჭერები, ჩვენ ვფიქრობთ თქვენი ყოველდღიური ოპერაციების გამართულად წარმართვაზე, რათა თქვენ შეძლოთ მთავარზე - თქვენი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა.

ჩვენი მასშტაბები და გამოცდილება მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს:

  • 500-ზე მეტი პროექტი
  • 700-ზე მეტი ავტომატიზებული ორგანიზაცია
  • 10 000-ზე მეტი მომხმარებელი
  • 70-ზე მეტი პროფესიონალი კადრი
  • 200-ზე მეტი 1C და SAP პროფესიული სერტიფიკატი

ჩვენ ვართ SAP-ის ყველაზე დიდი პარტნიორი კომპანია საქართველოში და მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი კლასის, მსოფლიოში აღიარებული პროგრამული პროდუქტების ფართო არჩევანს. მათ შორისაა SAP Business One, რომლის ლოკალიზაციაც უკვე დავასრულეთ საქართველოსთვის.

ჩვენ ასევე ვართ 1C-ის პირველი და ყველაზე დიდი პარტნიორი კომპანია საქართველოში და გვაქვს 1C-ის პლატფორმის გაქართულებისა და საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირების ექსკლუზიური უფლება.

ამ პერიოდის განმავლობაში გავაკეთეთ 1C-ის პლატფორმაზე შემუშავებული პროდუქტების ლოკალიზაცია, მათ შორის 1C: ERP 2.0, საცალო ბაზრისვის განკუთვნილი, საბუღალტრო და სხვა გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, თავადაც შევქმენით ახალი პროგრამული პროდუქტი 1C-ის პლატფორმაზე.

ბიდიო სოლუშენსის პროდუქტების ხარისხზე პრესტიჟული ჯილდოებიც მეტყველებს.  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მე-8 რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში გამართულ კონკურსზე GITI 2015 ჩვენი ERP გადაწყვეტილება 2 ნომინაციის გამარჯვებული გახდა.