• ტრანსფერ ფრაისინგი

ტრანსფერ ფრაისინგი

მულტინაციონალური საგადასახადო საკითხები საკმაოდ კომპლექსურია და შესაძლოა კომპანია მნიშვნელოვანი დანახარჯების წინაშე დააყენოს. ბიდიოს საგადასახადო გუნდი მუშაობს სატრანსფერო ფასწარმოქმნის პოლიტიკების შემუშავებაზე. ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ მიდგომას - ტრანსფერ ფრაისინგის რესურსების ინტეგრირებას ადგილობრივ და საერთაშორისო სერვისებთან.

ეფექტური საგადასახადო დაგეგმვა

ხშირად კომპანიები, კლიენტებისა და აქციონერებისთვის მეტი ღირებულების შესაქმნელად, ცდილობენ შეცვალონ თავიანთი ბიზნეს მოდელი. იქნება ეს დამკვიდრება ახალ ბაზრებზე, ცენტრალიზებული შესყიდვების უზრუნველყოფა, წარმოების გადატანა საზღვარგარეთ დანახარჯების შემცირების მიზნით, ხელმძღვანელობის ლოკაციის ცვლილება თუ შესყიდვების ინტეგრაცია - ჩვენ დაგეხმარებით მართოთ ტრანსფერ ფრაისინგის რისკები, რომელიც ყველა მითითებულ პროცესს ახლავს თან და გაიუმჯობესოთ საგადასახადო პოზიცია ყველაზე მყარი მიდგომით.

ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია

ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო გარიგებები, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოებს წარუდგინონ სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს და ადასტურებს ხსენებული უცხოური გარიგებების შესაბამისობას "გაშლილი ხელის" პრინციპთან. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გლობალური გამოცდილება სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს დაგეხმაროთ დოკუმენტაციის ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებაში.

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ტრანზაქციის შესაბამისობის შესახებ „გაშლილი ხელის“ პრინციპთან
  • მხარდაჭერას წინასწარი ხელშეკრულების გაფორმების პროცესში
  • მხარდაჭერას საგადასახადო დავის პროცესში

გამოცდილი საერთაშორისო გუნდი

ბიდიო ერთ-ერთია მსხვილ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმათაგან, რომელსაც ტრანსფერ ფრაისინგში 400-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ეწევა საქმიანობას ბიზნესი - ჩვენ ვემსახურებით ტრანსფერ ფრაისინგის კლიენტებს ყველგან - უცვლელი ხარისხით.

ჩვენი გლობალური გუნდი ჩართულია OECD-სა და საგადასახადო ორგანოებთან კონსულტაციების პროცესებში, ასევე არის ბევრი სექტორული და პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მონაწილეობს სატრანსფერო ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებაში. ეს გვეხმარება ყოველთვის ვიყოთ სატრანსფერო ფასწარმოქმნის ავანგარდში და შევთავაზოთ კლიენტებს ხარისხიანი მომსახურება ამ მიმართულებით. ჩვენი გლობალური გუნდი ხშირად ერთობლივად მუშაობს იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე, რომელიც OECD ტრანსფერ ფრაისინგის სახელმძღვანელოს განახლებებს უკავშირდება და რომელსაც  შეუძლია კრიტიკული გავლენა მოახდინოს ჩვენი კლიენტების პოზიციაზე სატრანსფერო ფასწარმოქმნის ნაწილში.