This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • IT აუდიტი

IT აუდიტი

ტექნოლოგიების სრულყოფასა და კომპლექსურობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის უმაღლეს ხელმძღვანელობას ხელი მიუწვდებოდეს IT სწავლების მოწინავე უნარ-ჩვევებთან, რაც თქვენს ბიზნესს დამატებით ფასეულობას მოუტანს.

სფეროში ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, ბიდიოს სპეციალისტები დაგეხმარებიან ინფორმაციული რისკების მართვასა და IT რისკების შემცირებაში.

ჩვენ გთავაზობთ IT სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის:

IT ზოგადი კონტროლების აუდიტი

ჩვენი IT აუდიტის გუნდი ამოწმებს მართვის ელემენტების არსებობასა და ეფექტურობას IT გარემოში, სადაც მუშავდება და ფუნქციონირებს თქვენი ინფორმაციული სისტემები.

ISO 27001 სტანდარტზე დაყრდნობით, ჩვენი IT აუდიტის მეთოდოლოგია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • უსაფრთხოების პოლიტიკა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანიზება
  • აქტივების მართვა
  • ადამიანური რესურსების უსაფრთხოება
  • ფიზიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოება
  • კომუნიკაციებისა და ოპერაციების მართვა
  • წვდომის კონტროლი
  • ინფორმაციული სისტემების შეძენა, განვითარება და შენარჩუნება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვა
  • ბიზნესის უწყვეტობის მართვა და შესაბამისობა

ISO 27001 აუდიტი

თუ გსურთ სერტიფიცირება უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემით ან გსურთ გაიუმჯობესოთ IT უსაფრთხოების პოზიცია, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თქვენი IT უსაფრთხოების კონტროლები ISO 27001 სტანდარტის შესაბამისად. პროცესი მოიცავს:

  • თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტ სისტემის დოკუმენტების მიმოხილვას
  • ჩექლისტების მომზადებას სპეციფიური პოლიტიკების, პროცედურებისა და გეგმების შესახებ
  • აუდიტის დაგეგმვასა და ჩატარებას
  • რეპორტინგსა და შემდგომ ნაბიჯებს