• GDPR და მონაცემთა უსაფრთხოება

GDPR და მონაცემთა უსაფრთხოება

ბევრი ორგანიზაციისთვის ინფორმაცია ყველაზე მთავარი აქტივია, ამიტომ იგი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაგროვონ, დაამუშავონ და სათანადოდ დაიცვან. კონფიდენციალობის წესებთან შესაბამისობისთვის, როგორიც პერსონალურ მონაცემთა დაცვაა (GDPR), კომპანიებს სჭირდებათ რომ ინვესტირება გააკეთონ მონაცემთა დაცვის სტრატეგიებში, რათა განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკა და კონტროლის აუცილებელი მექანიზმები პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. ინფორმაციის კონფიდენციალობის ეფექტური პროგრამები აერთიანებს სხვადასხვა ფუნქციის ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • მონაცემების მართვასა და მმართველობას
  • ინფორმაციის სასიცოცხლო ციკლის მართვას
  • პოლიტიკებსა და პროცედურებს
  • ტრენინგებსა და ცნობიერების ამაღლებას
  • უსაფრთხოების კონტროლებს
  • ხელშეკრულებებს, შეტყობინებებს, შეკითხვებს, საჩივრებსა და დავების გადაწყვეტას
  • დარღვევებსა და შეტყობინების პროცედურას
  • მონაცემთა დამუშავების პროცედურას

ჩვენ, ბიდიოში, ინფორმაციის კონფიდენციალობასთან ამგვარი მიდგომა გვაქვს. თავდაპირველად შევისწავლით კლიენტის ბიზნესს, პერსონალური მონაცემების გამოყენებასა და მიზნებს, ასევე იმას, თუ როგორ იმართება მონაცემები მთელ ორგანიზაციაში. ჩვენი პროფესიონალების გუნდს ფართო გამოცდილება აქვს მართვაში, ოპერაციებში, ტექნოლოგიებში, რისკების დაცვასა და მართვაში, რაც ბიდიოს საშუალებას აძლევს დაკონცენტრირდეს კონფიდენციალობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ პრობლემებზე ოპერაციული მზაობის შენარჩუნების პირობებში. მსოფლიო კლასის ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისად, ინფორმაციის სასიცოცხლო ციკლის მართვით, მონაცემთა ანალიტიკითა და ტექნოლოგიებით, ჩვენ ვთავაზობთ ინფორმაციის კონფიდენციალობის ერთიან პრაქტიკას, რაც კომპანიებს ეხმარება შემოსავლების დაგეგმვაში ისე, რომ საერთო სურათი და შედეგები ყოველთვის გათვალისწინებულია.

ჩვენი სერვისი მოიცავს:

  • მონაცემთა ნაკადის ვიზუალიზაციას
  • კონფიდენციალობის სტრატეგიასა და სტრუქტურული ჩარჩოების შემუშავებას
  • მასალების კონფიდენციალობის დაცვას
  • კონფიდენციალურობის გავლენის შეფასებას Privacy Impact Assessments (PIA)
  • პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებას მომსახურების, თუ პროდუქტის შექმნის პროცესში Privacy by design
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუთსორსინგს
  • ინფორმაციული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას
  • პოლიტიკებისა და პროცედურების მართვასა და განვითარებას