This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • შიდა აუდიტი

შიდა აუდიტი

ბიდიო გთავაზობთ შიდა აუდიტის სრულ აუთსორსინგს ან თანამშრომლობას პროგრამის და რეპორტინგის შემუშავების ნაწილში თქვენს შიდა რესურსებთან ერთად. შიდა აუდიტის პროცესების მიმოხილვა მოიცავს შიდა აუდიტის კომიტეტის საქმიანობის, შიდა აუდიტის დეპატრამენტის სტრუქტურის, მეთოდოლოგიისა და წესდების, შიდა აუდიტის შედეგებისა და შემდგომი ქმენებების პერიოდულ მიმოხილვას და  შეფასებას. მომსახურების მნიშნველოვანი ნაწილია მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და კონსულტაციები შიდა აუდიტის დანერგვისა და ანგარიშგების ირგვლივ.

ორგანიზაციაში შიდა აუდიტის ფუნქციის განვითარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კომპლექსური პროცესია და ეტაპობრივ განხორციელებას მოითხოვს. ბიდიოს სპეციალიზებული გუნდი პირველიდან ბოლო ეტაპამდე თქვენს გვერდით იქნება ამ პროცესში. თავდაპირველად დგება შესაბამისი კომიტეტი, რომელიც მუშაობს შიდა აუდიტის განყოფილების სტრუქტურის, წესდებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებაზე ორგანიზაციის უშუალო საქმიანობასთან თანხვედრაში. მეთოდოლოგიის შესაბამისად დგება  დეტალური სამუშაო პროგრამა უშუალოდ შიდა აუდიტორებისთვის, დგინდება სამუშაო პროგრამითვის საჭირო ინსტრუმენტები და დგება შიდა აუდიტის წლიური გეგმა. აუცილებელია რეპორტინგის ფორმატის შემუშავება და შიდა აუდიტორების შესაბამისი სწავლება და გადამზადება, დამასრულებელ ეტაპად კი შიდა აუდიტის შედეგების მიმოხილვა და შეფასება.