• რა უნდა იცოდეთ

ხშირად დასმული კითხვები

 

ჩვენი ვაკანსიები ყოველთვის თავსდება კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში (Facebook, LinkedIn). გაეცანით მიმდინარე ვაკანსიებს  
შერჩევის პირველი ეტაპი არის რეზიუმეების განხილვა, რის შემდეგაც ტარდება ტესტირება. კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან ამ ეტაპს, იგეგმება პირველადი და/ან ფინალური გასაუბრება.
ყველა კანდიდატს, რომელიც ბიდიოში მოდის გასაუბრებაზე, ვუკავშირდებით 3-4 კვირის მანძილზე, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
სტაჟირების ხანგრძლივობა არის 6 თვე
ბიდიოში სტაჟირება ყოველთვის ანაზღაურებადია
სტაჟიორი თავიდანვე ერთვება პროექტში ბიდიოს გამოცდილ, კვალიფიციურ თანამშრომლებთან ერთად. პარალელურად მისთვის იგეგმება ფორმალური ტრენინგები, რომელიც მიმართულია პროფესიული ცოდნის შეძენა/გაღრმავებასა და საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
სტაჟირების დასრულების შემდეგ უმრავლესობა აგრძელებს ბიდიოში მუშაობას.
კარიერული კიბის პირველი საფეხური არის სტაჟირება. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, თანამშრომელი გადადის აუდიტორის/კონსულტანტის პოზიციაზე. კარიერული განვითარების შემდეგი საფეხურები კი არის ჯგუფის ხელმძღვანელი, მენეჯერი და ბოლოს პარტნიორი.
  • მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ
  • ჩამოწერეთ ის საკითხები, რაც თქვენ გაინტერესებთ და დააზუსტეთ ინტერვიუერთან.
  • ნუ დაიგვიანებთ გასაუბრებაზე, ყოველთვის ჯობია რამდენიმე წუთით ადრე მისვლა. იმ შემთხვევაში თუ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო აგვიანებთ, ან საერთოდ ვერ ახერხებთ გასაუბრებაზე მისვლას, აუცილებლად გააფრთხილეთ დამსაქმებელი.
  • გასაუბრებაზე იყავით გულწრფელი, პოზიტიურად განწყობილი და თავდაჯერებული.
  • დეტალურად გაეცანით ვაკანსიის აღწერას და გასაუბრებამდე მოამზადეთ თქვენი პასუხები თუ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი. ასევე წინასწარ მოემზადეთ გასაუბრების სტანდარტული კითხვებისთვის.