პროცესების რობოტიზაცია (RPA)

პროცესები რობოტიზაცია (RPA) არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს უახლეს მიღწევა ციფრული ტრანსფორმაციის ტექნოლოგიებში და სრულად ცვლის ბიზნეს ხედვას.  

პროცესების რობოტიზაცია რობოტებს განმეორებითი და მექანიკური პროცესების ავტომატიზაცისთვის იყენებს, რისი გაკეთებაც ადამიანებს ხელით უხდებოდათ. ეს რობოტები მექანიკურ მანქანებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისინი არიან პროგრამული უზრუნველყოფის ელემენტები, რომელთაიციან ბიზნეს წესები და ახდენენ ამოცანების ავტომატურად შესრულებას, რაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალებას იძლევა და შედეგი დგება ადამიანის ჩარევის გარეშე. მიჩნეულია, რომ პროცესების რობოტიზაცია საშუალოდ 50%-ით ათავისუფლებს ადამიანებს რუტინული საქმიანობისგან და აძლევს საშუალებას ფოკუსირება მოახდინონ მეტად მნიშვნელოვან საქმეებზე, რომელსაც ესაჭიროება ინტელექტი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. 

მსოფლიო ბაზარზე პროცესების რობოტიზაციის გამოყენების მზარდი მოთხოვნა ლოგიკურია, რადგან ტექნოლოგია მეტად მიმზიდველ სარგებელს იძლევა:   

  • პროდუქტიულობის ზრდა 

  • შეცდომების სრულიად აღმოფხვრა 

  • რისკების მართვის გაუმჯობესება 

  • ხარჯების შემცირება 

  • ტემპის ზრდა - პროცესის დროის შემცირება 75%-მდე